აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება რუს დეპუტატებს დაუფიქრებელი განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს
პოლიტიკა - 14:09, 17 Nov, 2016     3222
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას ეხმაურება:

"РИА Новости-სთან ინტერვიუში სათათბიროს დეპუტატმა კეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა იმის შესახებ, რომ მოლდოვის ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტა შესაძლოა უკრაინისა და საქართველოსთვის მაგალითად გამოდგეს.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ მსგავსი განცხადების გაკეთება მხოლოდ ისეთ ადამიანს შეეძლო, რომელიც ისტორიას ცუდად იცნობს და ვერც აღნიშნული კონფლიქტების პოლიტიკურ რეალიებში ერკვევა. აფხაზი ხალხი დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა თავისი ეთნიკური გადარჩენისთვის, რომლის მიღწევაც მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოს გფარგლებში იყო შესაძლებელი. 1993 წელს სისხლიან ომში უზარმაზარი მსხვერპლის ფასად მოიპოვა უფლება დამოუკიდებელი სახელმწიფო შეექმნა. ახალი სახელმწიფოს შექმნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა 1994 წელს აფხაზეთის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის მიღებას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი წარმოადგენს სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს, საერთაშორისო სამართლის სუბიექტს. კონსტიტუციამ საერთო სახალხო მხარდაჭერა მოიპოვა 1999 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე. რამაც წერტილი დაუსვა საქართველოსთან „საერთო სახელმწიფოს“ შესაძლო შექმნის შესახებ დისკუსიას.

რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობამ ამ სუვერენულ სტატუსს ლეგიტიმაცია შესძინა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა ხელისუფლებმა ვლადიმერ პუტინმა და დმიტრი მედვედევმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება განხილვას და არ გააჩნია უკუქცევითი ძალა.

ამ ფონზე განსაკუთრებით ნეგატიურად და არაპროფესიონალურად გამოიყურება ბატონი კალაშნიკოვის დასკვნები, რომელიც თავისი დაუსაბუთებელი განცხადებებით ეჭქვეშ აყენებს , რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ვიმედოვნებთ რომ დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი გამოიტანს სწორ დასკვნებს არსებული ვიტარებიდა და მომავალში შეეცდება თავიდან აიცილოს მსგავსი ნაჩქარევი და არაგონივრული განცხადებები, აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს ეს განცხადება გადაუგზავნოს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს და რუსეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობებს, რომლის წევრსაც ბატონი კალაშნიკოვი წარმოადგენს, იმისთვის რათა მიღებული იქნეს ზომები, რათა მომავალში თავიდან აცილებული იქნეს დეპუტატების მხრიდან მსგავსი განცხადებები"- აღნიშნულია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42