ანა დოლიძემ დისკუსიაში „რეფორმების პერსპექტივები სამართალდამცავ სისტემაში” მიიღო მონაწილეობა
პოლიტიკა - 13:39, 17 Nov, 2016     1243
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ „რეფორმის პერსპექტივები სამართალდამცავ სისტემაში“ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრისას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში არსებული ინსტიტუციური და სისტემური პრობლემები და ამ პრობლემებზე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, სამართალდამცავ სტრუქტურები რეფორმების პროცესში იმყოფებიან და ბევრი საკითხი კვლავაც გასაუმჯობესებელია, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს თავის წლიურ გამოსვლებში.

ანა დოლიზის თქმით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზება, გაიზარდოს კანონის უზენაესობა და რაც მთავარია, დამკვიდრდეს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულების კულტურა.

„ჩვენ ისეთი ისტორიიდან და წარსულიდან მოვდივართ, როდესაც სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ ხშირად რეპრესიული მექანიზმის როლი.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია გარკვეული რეფორმატორული ნაბიჯების განხორციელება, რომლებიც, პირიქით, სამართალდამცავ ორგანოებს გახდის ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივ ნაწილად.

რეფორმები მიმდინარეობს. მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური გამოეყო, ასევე, დახვეწა მთავარი პროკურორის არჩევის პროცედურები.

მაგრამ, კიდევ არის ნაბიჯები გადასადგმელი. გარკვეული მექანიზმებია შესამუშავებელი იმისათვის, რომ დამკვიდრდეს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების კულტურა, უფრო დაწვრილებით გაიწეროს მინისტრების და მათი მოადგილეების უფლება-მოვალეობები და მოხდეს გარკვეული უფლებადაცვითი მექანიზმების გაუმჯობესება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42