საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით ყველა საელჩოში პროგრამა „საქართველო გელოდებათ“დაინერგება
პოლიტიკა - 13:24, 17 Nov, 2016     1609
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დაინერგება ინიციატივა „საქართველო გელოდებათ“, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეები და დიასპორის წარმომადგენლები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას და შესაბამის დახმარებას საქართველოში არსებულ შესაძლებლობებზე - ქვეყნის ეკონომიკაზე, საჯარო და კერძო სექტორზე, საინვესტიციო გარემოზე და ა.შ. აღნიშნული ინიციატივა საზღვარგარეთ საქართველოს ყველა საელჩოს დონეზე განხორციელდება და ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტებში დიასპორის ჩართულობას და მათ რეინტეგრაციას.

დიასპორის საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე „ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიურ ჩართულობას დიასპორასთან კომუნიკაციის და მათთვის დახმარების აღმოჩენის საკითხში. მისივე ინფორმაციით, საელჩოებში და საკონსულო დაწესებულებებში დიასპორის წარმომადგენლებისთვის ამოქმედდება სპეციალური „ცხელი ხაზი“.

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ის სირთულეები, რომელთან გამკლავებაც თქვენ ადგილსამყოფელ ქვეყნებში გიწევთ. უკლებლივ ყველა საელჩოსა და გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეებისთვის და დიასპორის წარმომადგენლებისთვის იმოქმედებს „ცხელი ხაზი“, რომლის დახმარებითაც მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ მყისიერად აცნობონ სამინისტროს თავის პრობლემებზე, ასევე, ოპერატიულად მოხერხდეს მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის მექანიზმების მოძიება“, - განაცხადა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42