„ცრემლმორეულმა, გაბრაზებით შეუყვირა შორიდან...“ - ქართველი პედაგოგის მიმართვა მამებს
სოც.მედია - 13:51, 17 Nov, 2016     14439

„საპირისპირო სქესთან მეგობრობა, ურთიერთობა, თამაში, ისევ ტაბუდადებულია ჩვენთან“-წერს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი სოციალურ ქსელში და ბიჭების მამებს ურჩევს ქალის პატივისცემა პატარაობიდანვე ასწავლონ შვილებს.

ელეონორა ქვილითაია: „ოდეს ყოფილ არს მამათა და დედათა ერთად ეჭამათ პური" - ნუთუ კიდევ არსებობს ასეთი გადარჩევა და ასე ვიზრდებით?!
საპირისპირო სქესთან მეგობრობა, ურთიერთობა, თამაში, ისევ ტაბუდადებულია ჩვენთან.
დღეს კლასშიც წარმოიშვა იგივე თემა, სასაცილოდ (როგორც ყოველთვის) და დამაფიქრებლად.
ბიჭები თამაშობენ რაღაცას, ხატავენ და ნათიაც მიუცუცქდა გვერდით გოგო, რომელიც ზედმეტად ემოციურია, ყოველთვის სამართლიანობისათვის მებრძოლი და ზოგჯერ შეიძლება ისე გაწიწმატდეს, მასწავლებელმაც ვერ გააჩეროს)))
ჰოდა, ერთ-ერთმა პატარა ბიჭმა წარბაწევით, მამაკაცური ტონით უთხრა:
"რა გინდა ჩვენთან, ადექი, სად გინახავს გოგო ბიჭებთან თამაშობდეს, იქნებ რა თემაზე ვლაპარაკობთ კაცებიო!" (მესამე კლასელი!
ნათიას ჯერ სახე შეეცვალა, ადგა, სწრაფი ნაბიჯებით დაუბრუნდა თავის ადგილს, თვალები გაუსწორა და ცრემლმორეულმა, გაბრაზებით შეუყვირა შორიდან:
"შენ რა გგონია, შენნაირი მე სამი ბიჭი მყავს სახლში და ისინი მეთამაშებიანო!"

ყველაფერი აღზრდაზეა დამოკიდებული. არ ვარგა ბიჭს ასწავლოთ მამებმა, რომ გოგოს ადგილი არ არის მათთან, ის მერე ვერასდროს სცემს მომავალში ქალს პატივს, რაც არ უნდა გაუკეთოს!

და კარგია, ვინც ვიცით - "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია". პატივისცემაა მთავარი და არა ის აზრი, რომ "ქალია და შენზე დაბალი"... ესაა დამამცირებელი, თორემ ზღვარი, ისევე, როგორც ყველაფერში, რა თქმა უნდა არსებობს“...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42