"საგარეო უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა"- ჯანელიძე
პოლიტიკა - 12:57, 17 Nov, 2016     1408
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საგარეო უწყების საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ასახელებს. როგორც მინისტრმა დიასპორის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე „ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ მნიშვნელოვან მისიას ახორციელებს საქართველოს 64 საელჩო და 9 გენერალური საკონსულო, რომლებიც მაღალკვალიფიციურ მომსახურებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს.

მინისტრის ინფორმაციით, უწყება აპირებს აქტიურად დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები და ახალი მექანიზმები, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ მომსახურებას.

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან ქართულ დიასპორასთან. როგორც წესი, ჩვენი დიპლომატები აქტიურად მართავენ შეხვედრებს დიასპორის წარმომადგენლებთან. ეს შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიეცემა, რათა ჩვენ უკეთ გავაცნობიეროთ თქვენს წინაშე მდგარი პრობლემები და საკითხები და ამავდროულად ვიცოდეთ, თუ როგორია თქვენი ხედვა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სამინისტროს რესურსებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, სწორედ საგარეო უწყება არის ის ორგანიზაცია, რომელიც შეძლებს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიურ ურთიერთობას და მათი პრობლემების მოგვარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42