ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება გაიმართა
პოლიტიკა - 12:24, 17 Nov, 2016     1485
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გამართა. მიღებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ. განსხვავებულია ჩვენი ეროვნება, კულტურა, ტრადიცია, მწრამსი დიდწილად ჩვენს იდენტობიას განსაზღვრავს, ამიტომ ტოლერანტობა შესაბამისად ერთმანეთის პატივისცემას გულისხმობს. ჩემთვის ტოლერანტობის, შემწყნარებლობის საუკეთესო ცოცხალი მაგალითი, უნიკალური ძეგლი ჩვენი დედაქალაქის შაგულში, ძველი თბილისია. აქ ყველაზე თვალსაჩინოა, რომ ჩვენი მრავალფეროვნება მართლაც ჩვენი სიმდიდრეა. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მეამაყება ძველი თბილისი, მეამაყება, როგორც ჩვენი ისტორიის დღევანდელობის და მომავლის სახე, როგორც სახეა, იმ საქართველოს სიმბოლოა, რომელიც მრავალფეროვნების და შემწყნარებლობის მძლავრ ტრადიციებზე დგას და მიისწრაფვის, ამ საძირკველზე დააშენოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მირების გახსნისას და შეკრებილ საზოგადოებას ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ღონისძიებაზე გამოიფინა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსის „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ გამარჯვებული ფოტოები. ფოტოების ავტორებს სახელმწიფო მინისტრმა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ხელმძღვანელმა რამაზ აფციაურმა სიგელები და USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფინანსური მხარდაჭერით 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს. ამავე ფოტოების გამოყენებით დაგეგმილია 2017 წლის სამაგიდო კალენდრების გამოცემაც.

მიღებაზე ასევე, გაიმართა ვიდეორგოლების ჩვენება ასოცირების ხელშეკრულებისა და განათლების საერთაშორისო პროგრამების შესახებ. აღნიშნული ვიდეორგოლები ასევე განთავსდება აპარატის Facebook გვერდზე.

ოფიციალური მიღება ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში ასევე დაგეგმილია 17 ნოემბერს შეხვედრა სტუდენტებთან ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თემაზე „სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში“ ლექციას წაიკითხავს ექსპერტი ლევან ლორთქიფანიძე.

კვირეულს 20 ნოემბერს დახურავს მულტიეთნიკური ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“, რომელიც ბათუმში გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს სამუსიკო სკოლების (ქუთაისი, სამტრედია, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი ) და ოზურგეთის სოციალურად დაუცველ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, სულ 90-მდე მონაწილე. წლევანდელი კონცერტი ფესტივალის ფარგლებში უკვე მეცამეტეა. ამჯერად ფესტივალი მსმენელს კლასიკური მუსიკის კონცერტის შესთავაზებს.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42