„ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 10:53, 17 Nov, 2016     1739

შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის" კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, "ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის" პროექტის ფარგლებში, კონსულტანტ კომპანიის (PEM Consult) წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრეს და 17-18 ნოემბერს წყალტუბოში დაგეგმილი სემინარის - „მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების შესახებ“ დეტალები განიხილეს. აღნიშნულ სემინარს დაესწრებიან: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი, შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი- გიორგი შუხოშვილი, ქ. ქუთაისის მერი- შოთა მურღულია, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ნარჩენების მართვის საერთაშორისო ექსპერტები.

შეგახსენებთ, რომ შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარუილი ნაგავსაყრელის მშენებლობას იწყებს. აღნიშნული ნაგავსაყრელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 16 მუნიციპალიტეტს მოემსახურება. პროექტი, ასევე, მოიცავს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაფართოებასა და გაუმჯობესებას, ნარჩენების გადაზიდვის სისტემის მოწყობას. ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოები 2015-2019 წლებში განხორციელდება. ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის პარალელურად დაიხურება რეგიონში არსებული ძველი ნაგავსაყრელები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42