"იზორიას ზღაპრები" - ხიდაშელი თავდაცვის მინისტრს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 19:14, 16 Nov, 2016     2323
ლევან იზორიას განცხადებას, რომელიც ავიაციის რეფორმირებას უკავშირდება მისი წინამორბედი "ზღაპარს" უწოდებს.


თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი ბიუჯეტით ავიაციის სფეროს რეფორმირება შეუძლებელია. მეტიც, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ამ მიმართულების რეფორმირებისთვის აუცილებელია, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2-ჯერ ან 3-ჯერ მაინ გაიზარდოს.

"მთავარი პრობლემა იმაშია, რომ რეფორმა არ ნიშნავს გვარებს და სახელებს, რეფორმა ნიშნავს ხედვას. საქართველოში პრობლემა იმდენად დიდია, რომ ამაზე სერიოზულად სალაპარაკოდ 2-ჯერ და 3-ჯერ უნდა გაიზარდოს ბიუჯეტი. ბატონი იზორია მოგონილი ამბებით ცდილობს მიყიდოს საზოგადოებას ზღაპრები, რომ თითქოს რამეს აკეთებს. სანამ არ გაიზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, მანამდე რაიმე რეფორმაზე ავიაციაში შეუძლებელია საუბარი"- აცხადებს თინა ხიდაშელი.

ხიდაშელი ამბობს, რომ ლევან იზორია მიზანმიმართულად ათავისუფლებს თავდაცვის სამინისტროდან კადრებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ დასავლეთში.

"კანონი მინისტრს აძლევს დისკრეციის საშუალებას. მაგრამ, არსებობს კრიტერიუმები, შერჩევის წესები. ადამიანები მათი კვალიფიკაციის და სამართლიან გარემოში ინიშნებიან და წინაურდებიან ამა თუ იმ თანამდებობაზე. ეს არის ზუსტად ის ამბავი, როცა რაღაც კონკრეტული მიზეზებით ინიშნებიან ადამიანები და არა კვალიფიკაციითა და გამოცდილებით. მე მოვისმინე აზრი, რომ საერთოდ ავიაციის სარდალი პრეზიდენტის მიერ ინიშნებოდეს, ესეც სადაო თემაა. რაც არ არის სადაო არის ის, რომ ადამიანები თანამდებობაზე დანიშვნის დროს, სამართლიან პირობებში უნდა დგებოდნენ და უნდა აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს და ისე იკავებდნენ თანამდებობებს,"- აცხადებს თინა ხიდაშელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42