"რუსთავი 2 არ გვჭირდება კეკლუცობისთვის, ეს სჭირდება ქვეყანას და მოქალაქეებს"- გიორგი მშვენიერაძე
პოლიტიკა - 19:02, 16 Nov, 2016     1893
"დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ "რუსთავი 2-ის გაჩუმება დემოკრატიის დასამარების დასაწყისი იქნება.

მშვენიერაძე ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაიცვან რუსთავი 2.

მშვენიერაძეს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი, რომელიც ტელეკომპანია საქართველომ და ძმებმა ყარამანიშვილებმა მოამზადეს, უნდა დაკმაყოფილდეს.

"მე ვიცნობ სააკასაციო საჩივარს და მინდა მჯეროდეს, რომ უზენაესი სასამართლო იმ ოთხ მოსამართლეზე მაღლა აღმოჩნდება, რომლებმაც პირველ ინსტანციაში და სააპელაციო სასამართლოში მიიღეს რევოლუციურად უკანონო გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ, სიტყვის თავისუფლებას უქმნიდა საფრთხეებს, მეორეს მხრივ, კონსტიტუციური მნიშვნელობის პრინციპებს არღვევს კერძო სამართალში.

"ამიტომ მინდა, მჯეროდეს რომ უზენაესი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნებზე და დაკმაყოფილდება სააკასაციო საჩივარი.

"შეუძლებელია იურისტმა რომელიც წესიერი, სინდისიერი მოსამართლეა, არ დააკმაყოფილოს ეს საჩივარი. ვერავინ დამარწმუნებს, რომ კეთილსინდისიერი იურისტი მივიდეს რაიმე სხვა გადაწყვეტილებამდე. ფაქტობრივად რუსთავი 2-ის გაჩუმება, დემოკრატიის დასამარების დასაწყისი იქნება.

"რუსთავი 2 არ გვჭირდება კეკლუცობისთვის, ეს სჭირდება ქვეყანას და მოქალაქეებს. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის თვალში, რუსთავი 2-ის საქმეზე არსებული სასამართლო გადაწყვეტილებების ძალაში დატოვება იქნება ნიშანი, რომ ქვეყანა მიდის დეგრადაციის გზაზე. ეს ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს ქვეყნის იმიჯზე. ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რომ დავიცვათ რუსთავი 2,"- განაცხადა მშვენიერაძემ "რუსთავი 2"- თან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42