ცესკომ 2016 წლის პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა
პოლიტიკა - 18:00, 16 Nov, 2016     1392

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 2016 წლის პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

„ცესკომ დღევანდელ სხდომაზე 2016 წლის პარლამენტის არჩევნები საბოლოო შედეგების შეჯამებით დაასრულა. მინდა ყველა ჩართულ მხარეს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ არჩევნების ჩატარება. თითოეულმა ჩვენგანმა ჩავდეთ ძალიან დიდი ძალისხმევა იმაში, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები ისტორიაში შესულიყო როგორც უკეთესი და პოზიტიურად განხორციელებული პროცესი, რომელმაც საქართველო, საერთაშორისო შეფასებების ჭრილში, დაამკვიდრა როგორც რეგიონში ლიდერი ქვეყანა საარჩევნო დემოკრატიის განვითარების კუთხით“- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შემაჯამებელი ოქმი სხდომაზე კომისიის წევრებს ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა წარუდგინა. ოქმის თანახმად, პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 884-ს შეადგენდა, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 1 825 054 შეადგინა.

არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა შემდეგია:

№41- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” – 115;
№5 - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 27;
№8 - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” – 6;
№19 - „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო” -1;
№42 - საინიციატივო ჯგუფი - 1.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42