საჰაერო ძალების სარდალმა და საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა თანამდებობები დატოვეს
პოლიტიკა - 18:44, 16 Nov, 2016     3451
საჰაერო ძალების სარდალმა და საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა თანდამდებების დროებით დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. სერგო ნინუამ და გიორგი ცაბაძემ აცხადებენ, რომ თანამდებობები იმის გამო დატოვეს, რომ ჩატარდეს სრულყოფილი მოკვლევა, მათ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით.
”ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის წინააღდეგ, ბოლო პერიოდში დაწყებული მიზანმიმართული კამპანიისა და ჩვენს წინააღდეგ მედიაში გაჟღერებული ბრალდებების გამო, ჩვენ დროებით ვტოვებთ დაკავებულ თანამდებობებს და მოვითხოვთ, დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ბრალდებებს აჟღერებს. ეს ნათელს მოჰფენს ყველა იმ საკითხს, რაც ჩვენს წინააღმდეგ არის გაჟღერებული. თუ დადგინდება, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ, ჩვენ მოვითხოვთ თანამდებობებზე დაბრუნებას, რათა გავაგრძელოთ ის რეფორმები, რომელიც დაგეგმილია. თუ დადგინდება, რომ ეს არის ჩვენს მიერ ჩადენილი გადაცდომა, მაშინ მზად ვართ პასუხი ვაგოთ კომისიის წინაშე”, - განაცხადა სერგო ნინუამ. „მოამბეში“ გასული სიუჟეტის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, მაღალჩინოსნების დანიშვნის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, უნდა დადგინდეს რამდენად საფუძვლიანია ის ბრალდებები, რომელიც ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნებზე გავრცელდა.

სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ და ახლა, კვლავ მოქმედ მაღალჩინოსნებს სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძეს, პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. როგორც საზოგადოებრივს ჯარისკაცებმა უამბეს, ნინუა და ცაბაძე 2012 წელს, სამხედრო მოსამსახურეებს ზეწოლის გზით აიძულებდნენ ხმა „ნაციონალური მოძრაობისთვის" მიეცათ.

გუშინ ის ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ცაბაძე „ქართული ოცნების" საარჩევნო შეხვედრაზე მიდის, აქტივისტებს ეკამათება და ჟურნალისტებს გადაღებას უკრძალავს.

„მოამბემ" ის დოკუმენტიც მოიპოვა, რომლითაც დასტურდება, რომ მაღალჩინოსნები თანამდებობისთვის საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ, თუმცა ლევან იზორიამ ისინი საგამონაკლისო წესით პოსტებზე მაინც დანიშნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42