"რუსეთის გადაწყვეტილება არანაირი სამართლებრივი შედეგის მომტანი არ არის"- იუსტიციის სამინისტრო
პოლიტიკა - 18:08, 16 Nov, 2016     1353
რუსეთის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებას, არ გახდეს რომის სტატუტის წევრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება.

სამინისტროში განმარტავენ, რომ რუსეთის ეს ქმედება არანაირი სამართლებრივი შედეგის მომტანი არ არის და ვერ იქონიებს გავლენას 2008 წლის ომის საქმის გამოძიებაზე.

„როგორც ცნობილია რუსეთმა ხელი მოაწერა სტატუტს 2000 წელს, მაგრამ არ გაუკეთებია რატიფიკაცია. შესაბამისად, ამ მომენტამდე რუსეთის ფედერაცია ისეც არ იყო სტატუტის მხარე. ეს ამ საქმის გამოძიების დამაბრკოლებელი ფაქტორი არც იყო და ვერც გახდება, ვინაიდან საქართველო არის რომის სტატუტის მხარე და შესაბამისად, საერთაშორისო სისხლის სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება 2008 წლის ომის დროს საქართველოში სავარაუდოდ მომხდარ სტატუტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე. ამას ადასტურებს ისიც, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინასასამართლო პალატის 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება მოიცავს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხსაც.

ამდენად, რუსეთის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება არანაირი სამართლებრივი შედეგის მომტანი არ არის და იგი გავლენას ვერ იქონიებს მიმდინარე გამოძიებაზე, ერთადერთი კიდევ ერთხელ აჩვენებს ვის არ სურს სიმართლის დადგენა 2008 წლის ომის საქმეზე.

2016 წლის 27 იანვარს საერთაშორისო სისხლის სასამართლოს წინასასამართლო პალატამ მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის მიმართვის საფუძველზე, რომ დაიწყოს გამოძიება ცხინვალის რეგიონში და მის ირგვლივ 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე.“- განმარტავენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42