"ნაჩქარევი განცხადება გავაკეთე, საბოლოო სიტყვა პრეზიდენტს ეკუთვნის" - ვოლსკი პარლამენტის პირველი სხდომის თარიღზე
პოლიტიკა - 17:55, 16 Nov, 2016     4747
"ქართული ოცნების" ლიდერი გია ვოლსკი პარლამენტის პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებით დილით გაკეთებულ განცხადებას ცვლის და ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებას ნაჩქარევს უწოდებს.

როგორც "ნიუპოსტს" ვოლსკიმ უთხრა, პირველი სხდომის თარიღს პრეზიდენტი დისკრეციის ფარგლებში ჩანიშნავს.

"ნაჩქარევი განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თარიღი უკვე გადაწყვეტილია. გუნდში სურვილია, რომ პარლამენტის პირველი სხდომა 18-ში უნდა ჩატარდეს. თუმცა ჩემი განცხადება ნაჩქარევია იმდენად, რამდენადაც საბოლოო სიტყვა პრეზიდენტს ეკუთვნის და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის განკარგულებას უნდა დაველოდოთ"- უთხრა "ნიუპოსტს" გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეპუტატებს მოუწოდა, პარლამენტის პირველი სხდომის ჩანიშვნის შესახებ ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან თარიღის განსაზღვრა პრეზიდენტის პრეროგატივაა.

დილით კი ვოლსკი აცხადებდა, რომ "ვფიქრობთ, რომ პარლამენტის პირველი სხდომა 18-ში უნდა ჩატარდეს და ამაში საწყენი არაფერია.

მეტიც დეპუტატმა თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ "განცხადება იმის თაობაზე, რომ პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებით არ დაველოდეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, უადგილოა".







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42