ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი აცხადებს, რომ სურვილი აქვთ საქართველო წარმატებას მიაღწიოს, როგორც დასავლური საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ. ამის შესახებ კელიმ განცხადება დედოფლისწყაროში, ახალი სასაზღვრო სექტორის შენობის გახსნაზე გააკეთა:
"ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც დასავლური საზოგადოების სრულფასოვანმა წევრმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება, თუ საზღვრები სრულად არ იქნება დაცული, ასევე, ვიდრე საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული არ იქნება. სწორედ ამიტომ ჩვენ აქ, ამ ობიექტზე ინვესტირება განვახორციელეთ. ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამით და ველოდებით, რომ მსგავს ღონისძიებებში კიდევ მივიღებ მონაწილეობას“, - განაცხადა იან კელიმ.
მასალის გამოყენების პირობები






