უწყების ინფორმაციით, უნდა დადგინდეს რამდენად საფუძვლიანია ის ბრალდებები, რომელიც ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალჩინოსნებზე გავრცელდა.
სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ და ახლა, კვლავ მოქმედ მაღალჩინოსნებს სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძეს, პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. როგორც საზოგადოებრივს ჯარისკაცებმა უამბეს, ნინუა და ცაბაძე 2012 წელს, სამხედრო მოსამსახურეებს ზეწოლის გზით აიძულებდნენ ხმა „ნაციონალური მოძრაობისთვის" მიეცათ.
გუშინ ის ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ცაბაძე „ქართული ოცნების" საარჩევნო შეხვედრაზე მიდის, აქტივისტებს ეკამათება და ჟურნალისტებს გადაღებას უკრძალავს.
„მოამბემ" ის დოკუმენტიც მოიპოვა, რომლითაც დასტურდება, რომ მაღალჩინოსნები თანამდებობისთვის საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ, თუმცა ლევან იზორიამ ისინი საგამონაკლისო წესით პოსტებზე მაინც დანიშნა.
წყარო 1tv.ge
მასალის გამოყენების პირობები






