საქართველოს თავდაცვის მინისტრი ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა
პოლიტიკა - 16:16, 16 Nov, 2016     1142
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანიის მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლლის მოადგილეს ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ საკითხები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში სწავლების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გერმანიის მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რიგით უკვე მეორე, საერთაშორისო წვრთნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გამართული საერთაშორისო წვრთნა ნატოს სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და საქართველო მჭიდროდ გააგრძელებს ACT („მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის”) თანამშრომლობას სხვადასხვა ტრენინგებისა თუ საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში.

„საქართველოში უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს ნატო-საქართველოს წვრთნები. ჩვენ ამ წვრთნების ფარგლებში ნატოს ადმირლს, ასევე პოლონეთისა და ლიტვის გენშტაბის უფროსებს ვუმასპინძლეთ. თავად ეს წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პრაქტიკულად პირველად ნატოს ისტორიაში ეს წვრთნები აისახა ნატოს რეგულარული წვრთნების ციკლში. პირველად მასპინძლობს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში უკვე მეორე საერთაშორისო წვრთნა. მინდა ჩვენი კოლეგების პირველადი შტაბეჭდილებები გაგიზიაროთ, რომ წვრთნები ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ნატოს ღირსეული პარტიორია და ბუნებრივია მსგავს წვრთნებს მომავალშიც გავაგრძელებთ.“- განაცხადა ლევან იზორიამ.

„დილით გვქონდა შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, სადაც ერთმანეთს მომავალ წვრთნებთან დაკავშირებით შეხედულებები გავუზიარეთ. მე აღვნიშნე, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა წვრთნებსა თუ ოპერაციებში, განსაკუთრებით ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ 11.000-მდე ქართველი ჯარისკაცი საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობს. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩვენს გვერდით დგას.“- განაცხადა გერმანიის მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლლის მოადგილემ ადმირალ მანფრედ ნილსონმა.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება; პირველი სწავლება, „Agile Spirit 2015”, დაფუძნებული იყო აშშ-საქართველოს ყოველწლიურ ორმხრივ სწავლებაზე. აღნიშნულმა წვრთნამ წელს უკვე ფორმატი შეიცვალა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42