თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 47 მლნ 655 500 ლარით მცირდება - ენმ მერიას აკრიტიკებს
პოლიტიკა - 12:45, 16 Nov, 2016     1670
თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
ნადირაძის ინფორმაციით, თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 47 მილიონ 655 500 ლარით მცირდება. მისივე თქმით, ქვეყანაში ლარის გაუფასურების ფონზე, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით მცირდება სოციალური დაცვისთვის განკუთვნილი თანხები, კერძოდ, კომუნალური ვაუჩერით დაფინანსება, ავარიული კორპუსების გამაგრებისთვის თანხები, ინფრასტრუქტურული და სხვა პროექტების ხარჯები, რომელთა განხორციელებაც თბილისის მოსახლეობისათვის აუცილებელია.

"საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა მცირდება 2 მილიონ 569 000 ლარით, ამ მიზნით 24 000 000 ლარი იქნება გათვალისწინებული. ავარიული შენობების გამგრება და ბინათმშენებლობა შემცირდება 2 მილიონ 752 000 ლარით და გამოყოფილი იქნება 20 მილიონი ლარი. გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია მცირდება მილიონ 279 000 ლარით, ბიუჯეტის პროექტით ამ მიზნით გათვალისწინებულია 21 მილიონ 234 000 ლარი; ქალაქის განვითარების ხელშეწყობა შემცირდა 18 მილიონ 560 000 ლარით, პროექტის მოცულობა შეადგენს 27 მილიონ 364 400 ლარს. დასუფთავების ღონისძიებები მცირდება დაახლოებით 9 მილიონი ლარით და იქნება 51 მილიონი ლარით დაფინანსებული, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა მცირდება მილიონ 177 000 ლარით და პროექტის მოცულობა იქნება 3 მილიონ 260 000 ლარი. სოციალური დაცვის პროგრამები მცირდება 29 მილიონ 349 000 ლარით და შეადგენს 138 497 000 ლარს"- აღნიშნა მან.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამებში მცირდება კომუნალური სუბსიდირება დაახლოებით 15 მილიონ ლარამდე და ამ პროექტის მოცულობა 12 მილიონ 200 000 ლარით იქნება განსაზღვრული.
"სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების ღონისძიებები 7 მილიონ 300 000 ლარით მცირდება და გახდება 7 მილიონ 500 000. ომის ვეტერანების დახმარება 266 000 ლარით მცირდება და საერთო მოცულობა იქნება 229 ათასი ლარი, სამგზავრო გადაყვანისათვის და შეღავათიანი ტარიფებით მოსარგებლე პირთა მომსახურება მცირდება 6 მილიონი ლარით და გახდება 60 მილიონ ლარზე მეტი. სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებები რაიონებში ასევე შემცირდება დაახლოებით 3 მილიონ 700 000 ლარით და პროექტის მოცულობა გახდება 18 მილიონ 307 000 ლარი.

ასევე მცირდება „სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა ღირსეული დასაქმებისთვის“ პროგრამა, სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა, კულტურის ღონისძიებები, მწვრთნელთა მხარდაჭერის პროექტი და სხვა. სანაცვლოდ იზრდება მერიის შტატები 12 კაცით (სულ მერიის სამსახურებში 5743 ადამიანი იქნება დასაქმებული )და რეკლამირებისათვის თანხები 2 მილიონ 575 000 ლარით"- აღნიშნა ოპოზიციის წევრმა.
ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში ბიუჯეტის ამ პროექტს მხარს არ დაუჭერს.

თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 800 270 000 ლარია. წლევანდელი წლის ბიუჯეტი კი, 847 926 000 ლარს შეადგენდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42