მარიხუანას დარგვა პირდაპირ ეთერში - "გირჩი" ხელისუფლების ნარკოპოლიტიკას აპროტესტებს
პოლიტიკა - 12:27, 16 Nov, 2016     12198
აპც „გირჩმა“ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით და საკუთარ მოქალაქეებს წნეხის ქვეშ ამყოფებს. გირჩი ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს და ახალ წლამდე მარიხუანასთან დაკავშირებული ნივთიერებების მოხმარების და კულტივირების ლეგალიზებას მოითხოვს.

“მავნებლურმა კანონმდებლობამ გაუმწარა ცხოვრება 100 ათასობით მოქალაქეს და შეიწირა 2 მოქალაქის სიცოცხლე. ჩვენ მივმართავთ მომავალ პარლამენტს და მთავრობას და მოვითხოვთ, რომ ახალ წლამდე შეცვალოს ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მარიხუანას და მასთან დაკავშირებული პროდუქტების მოხმარება გახდეს ლეგალური, ასევე კულტივირება და შენახვა პირადი მოხმარებისთვის იყოს სრულად ლეგალიზებული. მომავალ ხელისუფლებას ექნება საკმარისი დრო საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს 2016 წლის 31 დეკემბერს 23:59 წუთზე ჩვენ "გირჩის" წევრები, "გირჩის" ოფისში პირდაპირ ეთერში დავრგავთ მარიხუანას. ჩვენ გვესმის, რომ ამით დავარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 6-დან 12 წლამდე. ჩვენ არ ვართ შეშლილები, მაგრამ ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის პოლიტიკური გზა.“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42