,,3-4 ადმაინის მიერ გამოცხადება იმისა, რომ ჩვენ ვართ პარტია… მე არ მითქვამს ეს და მათ რა უფლება აქვთ?“ - სააკაშვილი
პოლიტიკა - 23:02, 15 Nov, 2016     2770
მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შესახებ კომენტარს აკეთებს. იგი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „პარტიაში ერთ-ორი ახირებული ადამიანი არის“. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენნტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა:

„თავმჯდომარის ფუნქციები ნაციონალურ მოძრაობაში არის ძალიან სიმბოლური. რას იყოფენ, რა გვაქვს გასაყოფი? მე არ ვარ და ვერ ვიქნები თავმჯდომარე ფორმალურადაც. არცერთი ეს საბაბი არ უნდა იყოს გამოყენებული ხალხის გაღიზიანებისთვის. ამ ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მათ ეკითხებიან, ყველა რაიონულ ორგანიზაციებს. ირჩევ დელეგატებს იქ არის ბევრი კანდიდატი და ირჩევ თავმჯდომარეს, ირჩევ ახალ პოლიტსაბჭოს. არავის არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მას არ ჰკითხეს. გამოსავალი არის მეტი დემოკრატია. ვიწრო ჯგუფი სადღაც ჩაიკეტა და ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები და მაგათ რა იციან - არ გამოვა. დღემდე ბევრ ძველ ნაციონალს პირადად ვიცნობ. ცხვირი კი არ უნდა აუბზუო მათ. ასე ვაკეთებ აქ უკრაინაში. ქვემოდან ზემოთ ხალხს ვეკითხები.

მე ამ ხალხს ვეუბნებოდი, რომ არ არის რყევა, მაგრამ ვეღარ დაიმალება ხო? მე არავის დავადანაშაულებ 2013 წელზე, მაგრამ ახლა უკვე სხვა ისოტრიაა, ახლა ვიყავით ძალიან თანაბრად ივანიშვილთან. საერთოდ გააუქმა არჩევნების ინსტიტუტი.

2012 წელს ჩვენ გადავაბარეთ არა იმიტომ რომ სუსტები ვიყავით, არამედ ეს იყო ქართველი ხალხის ნება. ბევრად მეტი ბერკეტი გვქონდა ვიდრე ივანიშილს და ბევრად მეტი საერთაშრისო მხარდჭერა, მაგრამ ვიცოდით, რომ ხალხის ხმა იყო გამოხატული არჩევნებში. ბევრი ჩემი თანამებრძოლი 2-3 თვით ადრე მეუბნებოდა რომ არჩევნები წაგებულია“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს, თუმცა, არ აკონკრეტებს თუ ვის გულისხმობს „ახირებულ ადამიანებში“:

„ეს ნიშნავს, რომ ვისაც ჩემთან უმუშავია, ყველამ იცის, რომ ასრასდროს მე არ მიმიღია ერთპიროივნული გადაწყვეტილება, ჩვფენ ყოველთვის პრეზიდენტის კაბინეტში იყო მრავალსაათიანი განხილვები, სიტყვას შემოუბრუნებიათ, ხმაც აუმაღლებიათ, უსიამობვნო სიტყვებიც უთვამთ და ამის მერე მიგვიღია გადაწყვეიტილება. შეიძლება ცუდია, მაგრამ ასე იყო, მიმაჩნდა, რომ ძალა არის ერთობაში. ვინც აიღო პასუხიმგებლობა, ვერ გაამართლა, რომ ციკლია და უნდა დაველოდოთ კიდევ მრავალი წელი. ეს ხალხი ამას ვერ შეძლებს, მაგრამ ეს არის ჩემი აზრი. უნდა მისცენ ხალხს საშუალება, რომ განსაჯონ ღა განხილვაზე, ჩაატარონ რეპრეზენტატიული ყრილობა და კენჭისყრით აირჩიონ. ამ ყველა თემაზე უნდა იყოს ღია დისკუსია. პარტია არის 30-40 ათასი თავგადაკლული პატრიოტი და 3-4 ადმაინის მიერ გამოცხადება იმისა, რომ ჩვენ ვართ პარტია, არასწორია, მე არ მითქვამს ეს და მათ რა უფლება აქვთ? რომელ ჩარჩოებში ჯდება ეს. მოიწვიონ ყრილობა და ჰკითხონ ხალხს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42