როგორც "ნიუპოსტს" უწყებიდან აცნობეს, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს ემსახურება.
"საქართველოში მიმდინარე „ნატო-საქართველოს წვრთნები 2016“ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსის და ამ თვალსაზრისით, ნატო-საქართველოს შორის არსებული სიღრმისეული თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. წვრთნებში ქართულ მხარესთან ერთად, ჩართულია ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნის 250-მდე სამხედრო მოსამსახურე 13 სახელმწიფოდან.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ალიანსთან თავსებადობის ამაღლებას, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს ემსახურება"- აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ოფიციალური მოსკოვის პოზიციით, სამხედრო სწავლება საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობასა და მშიდობას. აღნიშნული განცხადება, საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მასალის გამოყენების პირობები






