"ჰიბრუდული ომი პოლიტიკური ამოცანებისათვის - რუსეთი საქართველოზე ზეწოლას ახდენს" - ქუთელია ოფიციალური მოსკოვის განცხადებაზე
პოლიტიკა - 15:40, 15 Nov, 2016     1201
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას განცხადებით, საქართველო-ნატოს სამხედრო წვრთნები რუსეთის მორიგი აგრესიის შემაკავებელია. როგორც "ნიუპოსტს" ქუთელიამ განუცხადა, კრემლი რეგიონისთვისაც და საქართველოსთვისაც მთავარი საფრთხეა.

"როგორც რეგიონისთვის, ისე საქართველოსთვის მთავარი საფრთხე არის რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ასევე ყირიმის ოკუპაცია - ანექსია და ამ ტერიტორიებზე გამალებული მილიტარიზაცია, სამხედრო კომპონენტის განლაგება. ამ საფრთხეების შესაკავებლად აუცილებელია ჩვენ თავდაცვითი შესაძლებლობები განვავითაროთ, ასევე აქტიურად ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან. ნატოს წვრთნები სწორედ ამას ემსახურება, რუსეთის შემდგომი აგრესია შეაკავოს. რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ის მიმართულია იმისკენ, რომ გარკვეული ფსიქოლოგიური ეფექტი შექმნან და ზეწოლა მოახდინონ როგორც საქართველოზე ისე, ნატოელ პარტნიორებზე, რათა პოლიტიკური ამოცანების მიღწევის საშუალება გააჩინონ - ეს არის ე.წ ჰიბრუდული ომის შემადგენელი კომპონენტი და მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება შეაჩეროს და დააბრკოლოს ჩვენი სუვერენული არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური სამყაროს სრულუფლებიანი წევრობა"- უთხრა "ნიუპოსტს" ბათუ ქუთელიამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მსგავსი განცხადებებს არც უნდა უპასუხოს.

"ხელისუფლებას კარგად უნდა ჰქონდეს შემუშავებული სტრატეგია და ასევე სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა მსგავს პირობებში რა პასუხს სცემს ან საერთოდ სცემს თუ არა პასუხს ამ განცხადებას. რადგან მსგავსი განცხადებების ერთ-ერთი ამოცანაა პოლიტიკური და უსაფრთხოების დღის წესრიგის მათ მიერ მართვაა. შესაბამისად იმ სტრატეგიიდან გამომდინარე, რასაც საქართველოს ხელისუფლება აირჩევს, ერთ-ერთი გამოსავალია ის რასაც ესტონეთის ხელისუფლება აკეთებდა. ის საერთოდ უგულვებელყოფდა რუსეთის მსგავს განცხადებებს და მიზანმიმართულად აგრძელებდა თავის სტრატეგიულ გზას, რომელიც არჩეული ჰქონდა. ჩემი აზრით ეს ყველაზე კარგი პასუხია და არა რუსეთთან პოლემიკაში ჩართვა, რადგან ეს ავტომატურად აძლევს რუსეთს საშუალებას თავისი საკითხები ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოიტანოს"- დასძინა ბათუ ქუთელიამ.

საქართველო-ნატოს სამხედრო წვრთნებს მოსკოვი რეგიონისთვის დიდ საფრთხედ აფასებს. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42