"პირველ რიგში უნდა განვაცხადო, რომ ბოლო პერიოდში როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა, ისე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ამომწურავი კომენტარი გააკეთეს იმ მიმდინარე მოვლენებზე, რაც ჩვენს მოსახლეობას და მოქალაქეებს ძალიან აწუხებს. ეს არის ლარის კურსი, მოკლევადიანი რყევები. ახსნილი არის ჩემის აზრით მიზეზები ამომწურავად, თუ რატომ ხდება და ძალიან დამაჯერებელ გეგმას წარმოვადგენთ მთავრობა, ჩვენი გუნდი, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად კონსულტაციებით და ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიან გაჯანსაღებას ლართან დაკავშირებული სიტუაციის, ეს პირველი გახლავთ საბიუჯეტო პრიორიტეტების სწორედ შერჩევა, ანუ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტის შექმნა, როგორც 2017 წლის, ისე მომავალ წლებში, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურული ხარჯების მკვეთრ ზრდას, რათა ეს არის საფუძველი ეკონომიკური ზრდისა და ადმინისტრაციული ე.წ. ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, მნიშვნელოვანი როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე. ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება მთავრობის მიერ, როცა დამტკიცდება პარლამენტში მთავრობა, პირველივე სესიაზე სწორედ ახალი ბიუჯეტი, სადაც ეს პრიორიტეტები იქნება ძალიან ნათლად ასახული.
რაც შეეხება ლარის დედოლარიზაციის პროგრამას, ამის თაობაზე ეროვნული ბანკი დიდი ხანია საუბრობს, გარკვეული ზომები იქნა მიღებული, მათ შორის დეპოზიტებთან მიმართებაში, მაგრამ მთავარი ამოცანა დედოლარიზაციის, ჩვენთვის არის რომ სესხებიც და დეპოზიტებიც წახალისდეს, რომელიც იქნება ეროვნულ ვალუტაში. ამ მიზნით მთავრობასთან ერთად, როგორც უკვე ითქვა, გამოქვეყნდება სამოქმედო გეგმა, სადაც საუბარი იქნება სწორედ საბაზრო მექანიზმებზე, ხაზს ვუსვამ და არა რაღაც უხეშ რეგულაციებზე, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ადამიანებს მეტი სტიმული მიეცემათ, რათა როგორც დანაზოგები, ისე სესხები აიღონ ლარში" - განაცხადა აკაი ზოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






