"კანცელარიის განცხადება ლარის გაუფასურების მიზეზებზე ტყუილია და აბსოლუტურად ბუნდოვანია" - ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 14:13, 15 Nov, 2016     1552
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მთავრობის კანცელარიის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ლარის გაუფასურების მიზეზებს აღწერს და შემდგომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე მიგვითითებს ტყულია და აბსოლუტურად ბუნდოვანია.

„სამწუხაროდ ჩვენს ეკონომიკაში ზუსტად ის ხდება, რაზეც წლებია მთავრობას ვაფრთხილებთ, რომ ბიუჯეტის ასეთი უყაირათო ხარჯვა, შიდა ვალების აღება, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა, ქვეყანას ასეთ სავალალო შედეგაბამდე მიიყვანდა.

დღეს ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს მთავრობის განცხადება. ის გაჯერებულია ტყუილებით და არაკომპეტენტური მოსაზრებებით. მანამდეც არაერთი ტყუილი მოგვისმენია. გაგახსენებთ, რომ 2015 წლის თებერვალში, როდესაც ლარი მკვეთრად დაეცა, კვირიკაშვილმა და ხადურმა ქამრების შემოჭერის პროგრამა გამოაცხადეს, მაგრამ არაფერი ამ მიმართულებით არ გაკეთებულა. ისინი დღეს აცხადებენ, რომ იმისთვის რომ მდგომარეობა გამოსწორდეს ეკონომიკური ზრდა მნიშვენლოვანია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილი მთავრობაში მოვიდა, ეკონომიკური ზრდა განულებულია.

ამიტომ, დღესაც ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას თავი დაანებოს ტყუილებს და ბიუროკრატიული ხარჯები შეკვეცოს, ბიუჯეტი ყაირათიანად ხარჯონ, შეწყვიტონ შიდა ვალების აღება და გადადგან ნაბიჯები ისეთი ეკონომიკური პროლიტიკისკენ, რომელიც მათ მავნებლურ ნაბიჯებს გაანეიტრალებს.

მინდა დეტალურად გავყვე იმ პუნტქტებს რაზეც განცხადებაშია საუბარი.

1. ამბობენ, რომ მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციაა. დაგვისახელონ სად ხდება ეს?! არ შეიძლება განცხადებაში მთავრობამ თქვას რაღაც, რასაც ვერ ასაბუთებს. ეს ტყუილია.

2. როცა აღნიშნავენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილია სავალუტო გადინებები, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით, უნდა შევხედოთ საქტატის მონაცემებს, რომელიც მან გუშინ გამოაქვეყნა. აქ აღნიშნულია, რომ ექსპორტი 7%-ით შემცირებულია. მთავრობა, რომელიც გვიმტკიცებს რომ ექსპორტი უნდა წახალისდეს, ექსპორტი მცირდება. იმპორტიც მცირდება. თვითონ საქტატიც ამბობს, რომ თუ გამოვაკლებთ ც ჰეპატიტს სამკურნალოდ ნაჩუქებ მედიკამნეტებს, იმპორტი შემცირებულია 2%-ით. ანუ ის რომ თითქოს იმპორტი გაიზარდა და ამის გამო მეტი ვალუტა გადის, ტყუილია.

3. საუბრობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე - გაიზრდება ინფრასტუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება.

რა განცხადება გააკეტა 2015 წელს პარლამენტში კვირიკაშვილმა, როცა 4 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა? ახსენეს ქამრების შემოჭერა?! ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება?! ფუფუნების საგნებე უარის თქმა?! და რა გააკეთეს?! შედეგი ნულია.

ისინი ერთიდაიმავეს ამბობენ და რეალურად არაფერს აკეთებენ. მათ არ იციან მდგომარეობიდან გამოსავალი სად და როგორ მოძებნონ.“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42