,,შეშფოთების საგანი არა წვრთნები, არამედ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებია“ - სესიაშვილი
პოლიტიკა - 14:35, 15 Nov, 2016     2120
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ოფიციალური მოსკოვი რუსეთი ნატო-საქართველოს სამხედრო სწავლებაში სერიოზულ საფრთხეს ხედავს.
როგორც "ნიუპოსტს" სესიაშვილმა განუცხადა, მსგავსი წვრთნების შემთხვევაში რუსეთი იდენტურ განცხადებებს ხშირად აკეთებს.

"თქვენ ვერ დამისახელებთ ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნას სადაც რუსეთს წინმსწრებად შეშფოთება არ გამოეხატოს. ასე, რომ რუსეთის საგარეო უწყების ეს განცხადება არის სტანდარტული, რომელსაც სტანდარტულად ვიღებთ. მას შემდეგ რაც, საქართველომ წლების მანძილზე ათასობით წვრთნა ჩაატარა, რეგიონში საფრთხე არ გაზრდილა, მეტიც წვრთნა რომელიც ახლა ტარდება, წინასწარ დაგეგმილი და განსაზღვრულია. ეს ჩვეულებრივი ამბავია - ყველა ქვეყანა თავის ჯარს წვრთნის, ამაში ახალი არაფერია, ყველა ქვეყანა ცდილობს ჯარი პარტნიორებთან ერთად გაწვრთნას, რომ საერთაშორისო მისიებში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მეტი თავსებადობა იყოს. ასე რომ რუსეთის განცხადება ჩვენი საზოგადოების შეშფოთების საგანი არ უნდა იყოს"- უთხრა "ნიუპოსტს" ირაკლი სესიაშვილმა.

მმართველი პარტიის წევრის თქმით, "არ არის საჭიროება რუსეთის ყველა განცხადებას პასუხი გაეცეს".

"ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი შეშფოთების საგანი არის ის რომ რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე ყავს უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ეს არის რეალური შეშფოთების საფუძველი და არა ის რომ საქართველო ან სხვა სუვერენული სახელმწიფო ატარებს ერთობლივ წვრთნას, ვისთან და როგორც უნდა"- დასძინა სესიასვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ოფიციალური მოსკოვის პოზიციით, სამხედრო სწავლება საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობასა და მშიდობას. აღნიშნული განცხადება, საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42