ხელისუფლების მიერ შემუშავებული ბიზნესის წართმევის ახალი მეთოდი
პოლიტიკა - 13:36, 15 Nov, 2016     7930
შ.პ.ს „აკა“-ს (საქართველოში მერსედეს- ბენცის ოფიციალური წარმომადგენლობის) ერთ-ერთი დამფუძნებელი და წილის მფლობელი ბიზნესმენი დავით ძოწენიძე ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის წართმევასა და უკანონო სისტემურ ზეწოლაზე საუბრობს. ამის შესახებ ბიზნესმენმა და მისმა ადვოკატებმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს და კონკრეტული ფაქტები დაასახელეს. როგორც ძოწენიძე აცხადებს ხელისუფლების ქმედებებმა მისი უფლებების შეზღუდვის გაუგონარ მასშტაბებს მიაღწია. საქმე ეხება დავით ძოწენიძისთვის შ.პ.ს „აკა“-ში 20% წილის ჩამორთმევას. ბიზნესმენის თქმით მისი უფლებების შელახვისა და საკუთრების ჩამორთმევის მიზეზი მაკა ასათიანის ოჯახთან ხელისუფლების მხრიდან დადებული ფარული გარიგებაა.

“1992 წლიდან ვარ შ.პ.ს. „აკა“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ყოფილი დირექტორი და კომპანიის 20 % წილის მფლობელი. წილის დანარჩენ 80% კი ფლობს მაკა ასათიანი და მისი ოჯახის წევრები. თუმცა წლების წინ ასათიანების ოჯახის მიერ მოხდა დოკუმენტაციის კერძოდ კი კრების ოქმის გაყალბება და მე უკანონოდ ჩამოერთვა საწარმოში არსებული წილი. 2007 წელს დავიწყე სამართლებრივი დავა და 5 წლიანი სასამართლო დავისა და ყველა ინსტანციაში საქმის მოგების შემდეგ 2012 წელს კვლავ გავხდი შ.პ.ს „აკა“-ს მეწილე და კანონიერად დამიბრუნდა კუთვნილი 20 %. თუმცა 2013 წელს აღნიშნულ საქმეში ჩაერთო ხელისუფლება და პროკურატურის დახმარებით ხდებოდა მცდელობები გამოძებნილიყო დასრულებული საქმის განახლების საბაბი. 2015 წელს ასათიანების ოჯახის განცხადების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ მოახდინა საქმის წარმოების განახლება, მიზეზად კი ახლად აღმოჩენილი გარემოებები დასახელდა. 2016 წლის მარტში მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა დააკმაყოფილა ასათიანების განცხადება და გააუქმა მის მიერვე მიღებული 2010 წლის გადაწყვეტილება რითიც ჩამომერთვა 20 % წილი შ.პ.ს. „აკა“-ში.“ - განაცხადა ბიზნესმენმა დავით ძოწენიძემ.

ძოწენიძის განცხადებით ე.წ. ახალ გარემოებად იქნა მიჩნეული ოქმი რომლის შინაარსზეც მსჯელობა დაიწყო ჯერ კიდევ 2008 წელს დავით ძოწენიძის მიერ სარჩელის აღძვრისთანავე, სამივე ინსტანციის სასამართლოს ნამსჯელი ჰქონდა ამ გარემოებებზე და გადაწყვეტილება იყო გამოტანილი დავით ძოწენიძის სასარგებლოდ.

„ე.წ. ახალი გარემოებები მხოლოდ საქმის ხელახალი წარმოების საბაბი გახდა. ვინაიდან ჩემს საკუთრებაში არსებული 20 % წილი, ხელისუფლებამ მაკა ასათიანთან გარიგებისა და ასათიანის მიერ ტელეკომპანია „მაესტროს“ დათმობის სანაცვლოდ ჩამომართვა“ -აცხადებს ძოწენიძე.

ძოწენიძის ადვოკატების მტკიცებით არსებობს არაერთი ფაქტი, რომ ხელისუფლების დავალებით ხდება მიზანმიმართულად ძოწენიძის არაერთი სარჩელის და კერძო საჩივრის ერთი და იგივე მოსამართლეებისთვის გადაცემა. როგორც ბიზნესმენის ადვოკატმა ლადო სანიკიძემ განაცხადა 2015 წლიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის ყველა სარჩელი და საჩივარი პირველ ინსტანციაში მხოლოდ მოსამართლე ქოჩიაშვილთან, სააპელაციო სასამართლოში კი ერთი და იგივე კოლეგიაში ძაბუნიძე, ქირია გოგიშვილთან ხვდება. მაშინ როდესაც წლების განმავლობაში მხარეთა შორის მიმდინარე დავასთან დაკავშირებით სხვადასხვა საჩივარი სასამართლოს სხვადასხვა შემადგენლობას ეწერებოდა.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა ქოჩიაშვილის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში კვლავ დააწერს ძაბუნიძე, ქირია, გოგიშვილის კოლეგიას. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქმეში ხელისუფლების ინტერეს. „ - განაცხადა ადვოკატმა ლადო სანიკიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42