განცხადებაში ნათქვამია, რომ ლარის გაუფასურებაზე გავლენა იქონია მეზობელ სავაჭრო ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა დევალვაციამ, ასევე ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტისათვის სავალუტო გადინებებით არის განპირობებული ლარის გაუფასურება, რომელიც საექსპორტო ბაზარზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა. რაც შეეხება გამოსავალს, მთავრობა აცხადებს, რომ 2017 წლისათვის აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ ზრდაზე და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურული ხარჯები გაიზდება. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯი.
ექსპერტები მთავრობას ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ დოლარიზაცია მართლაც სერიოზული პრობლემაა. თუმცა, მასთან ბრძოლა გრძელვადიანი პერსპექტივა არის. რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდს, ისინი მთავრობას ურჩევენ მოხდეს არა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, არამედ განახევრება, რისი რესურსიც დღეისათვის არსებობს.
„უნდა შემცირდეს კი არა, უნდა განახევრდეს ადმინისტრაციული ხარჯები. ამას დისკუსია და დეკლარირება არ უნდა. რეალურად დავიწყოთ საქმის კეთება. ალბათ გრძელვადიან პერსპექტივაში და თუ სერიოზული და ნორმალური გეგმა არის, ეს ცუდი არ იქნება, რომ დედოლარიზაცია მოხდეს, ამას დრო უნდა, ადამიანების მენტალობის შექმნა, ხალხისთვის მიწოდება და სხვა“, - აცხადებს ექსპერტი დავით წიქარიძე.
მასალის გამოყენების პირობები






