NDI-ს მიერ განვრცელებულ ანგარიშზე მთავრობის წევრები კომენატრებს აკეთებენ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ არჩევნების დროს დაშინების ფაქტებს ადგილი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აქვს, მაგრამ საქართველოში კენჭისყრამ საბოლოო ჯამში დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა:
"კვლევები მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის რეალობის ამსახველი, ის არ არის მონიტორინგი, რომელიც ოფიციალურ დასკვნებს დადებდა. რაც შეეხება იმას, რომ დაშინებას ჰქონდა ადგილი, სამწუხარო რეალობაა, რომ არჩევნები ყოველთვის გარკვეული ემოციების საფუძველს იძლევა და არცერთი ქვეყანა, თუნდაც ისეთი დემოკრატიული ქვეყანა, როგორიც აშშ-ა, არ არის თავისუფალი გარკვეული ექსცესებისგან. ჩვენთან საბედნიეროდ ყველაფერმა ჩაიარა გამჭვირვალედ, ძალადობის გარეშე და არჩევნები შედგა,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






