NDI: არჩევნებზე ძალადობა არ იყო ფართომასშტაბიანი, თუმცა რამდენიმე სერიოზული ინციდენტი გამოვლინდა
პოლიტიკა - 19:43, 14 Nov, 2016     1454
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი - NDI, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეჯამებას აკეთებს. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნები ხასიათდებოდა ღიაპოლიტიკური გარემოთი და კოკურენტული წინასაარჩევნო კამპანიით, თუმცა საარჩევნო პროცესში რამდენიმე ძირეული პრობლემას გამოიკვეთა, კერძოდ ანგარიშში საუბარია ძალადობისა და დაშინების შემთხვევებზე. მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებაზე, ასევე საჩვრების განხილვის მიუკერძოებლობაზე. NDI-ის ანგარიშის თანახმად, არჩევნებზე ძალადობა არ იყო ფართომასშტაბიანი, თუმცა რამდენიმე სერიოზული ინციდენტი გამოვლინდა.


NDI 4 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასაც ახსენებს, ასევე 2 ოქტომბერს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის ღონისძიებაზე სროლა, რომლის დროსაც კანდიდატის გუნდის ორი წევრი დაშავდა; 1-ელ ოქტომბერს სოფელ დიდინეძში მომხდარი დაპირისპირება, სადაც ”ქართული ოცნებისა” და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები დაშავდნენ.

ანგარიშში ასევე საუბარია 8 ოქტომბერს, ზუგდიდის ორ და მარნეულის ერთ უბანზე მომხდარ ინციდენტებზე, რა დროსაც ხმების დათვლის პროცესი შეფერხდა ან შეწყდა.

NDI რეკომენდაციებსაც იძლევა, ორგანიზაცია მოუწოდებს შსს-ს და ცესკოს, მომავალი არჩევნებისთვის შემაკავებელი ეფექტის უზრუნველსაყოფად, ცესკომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააძლიერონ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ტრენინგი საარჩევნო უსაფრთხოების შესახებ. პოლიცია უნდა იყოს მზად, რომ დროულად მივიდეს ძალადობის მაღალი რისკის მქონე ადგილებში და სიტუაციების დროს, რათა მომავალი არჩევნების დროს დაძაბულობა შემცირდეს. იხილეთ სრულად აქ

,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში და საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის გათვალისწინებით, წარმოადგენს აღნიშნულ საბოლოო ანგარიშს. წინამდებარე ანგარიში არის იმ სადამკვირვებლო საქმიანობის შემაჯამებელი პროდუქტი, რომელიც მოიცავდა წინასაარჩევნო დელეგაციას (განცხადება გამოქვეყნდა 17 ივნისს), 23 წევრისგან შემდგარ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას (განცხადება გამოქვეყნდა 9 ოქტომბერს) და გრძელვადიანი ანალიტიკოსების გუნდს, რომლებიც აკვირდებოდნენ პროცესს აგვისტოდან ნოემბრის დასაწყისის ჩათვლით და თავიანთი მიგნებებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ანგარიშის მომზადებაში. 21 ოქტომბერს ინსტიტუტმა ასევე გამოაქვეყნა მოკლე რეკომენდაციები არჩევნების მეორე ტურის წინ. ეს ანგარიში ასევე ეფუძნება მიუკერძოებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო ჯგუფების მიგნებებს. ეს ჯგუფებია: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (სამართლიანი არჩევნები), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო. ამ ორგანიზაციებთან NDI მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში თანამშრომლობდა.“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42