წარდგენას მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც მთავრობაში აცხადებენ, აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციის ასეთ მაღალ თანამდებობაზე პირველად წარადგენს კანდიდატურას.
ზურაბ პოლოლიკაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.
ზურაბ პოლოლიკაშვილი 2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ ხოლო 2006 წელს დაინიშნა ესპანეთის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. 2009 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად.
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2018-2021 წლების ვადით წარდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცესი 2017 წლის მაისში გაიმართება ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში, რომელიც 33 ქვეყანას აერთიანებს. აღმასრულებელი საბჭოს მიერ რეკომენდირებული კანდიდატის არჩევნები ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში 2017 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






