"კატა გატაკე ტაკოზე" და "სუნ ჰუი ვ ჩაი" - თამარ ივერის რჩევა რესტონრების მეპატრონეებს
სოც.მედია - 18:14, 14 Nov, 2016     28417
„უზარმაზარ, ჩაცომებულ, კეტჩუპით გაჟღენთილ პურში 5 წუთი ვეძებე ფანქარივით წვრილი სოსისი.... ისე, ნაღდი სოსისის სურათი მაინც რომ ჩაედოთ შიგნით...იქნება და უფრო მადიანად მიმერთვა“ - წერს თამარ ივერი. როგორც ჩანს მსოფლიოში აღიარებულ საოპერო მომღერალს სიმღერის ნიჭთან ერთად იუმორის ნიჭიც უხვად დაჰყვა. ზოგიერთ კაფე-რესტორანზე გაბრაზებული მომღერალი, სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტით და უსასყიდლოდ შეთავაზებული რჩევებით ოსტატურად ახერხებს მკითხველისთვის ხალისიანი განმწყობის შენარჩუნებას.
თამარ ივერი: „მოკლედ, წელში წყდებიან ოღონდ რაიმე ქართული სახელწოდება არ დაარქვან მათ მიერ გახსნილ კაფე რესტორანს. ვინმე ინგლისურის არ მცოდნე მიხვდება რა წერია ამ სურათზე ან რისი თქმა სურს მის შემქმნელს? ჩვენ კი ვხვდებით მაგრამ მოსახლეობის იმ დიდმა ნაწილმა რა დააშავა ვინც უცხო ენა არ იცის? ან რა ლამაზად უნდა იჟღეროს... „საყვარელო" კოფი ბინ ენდ თი ლიფში"გელოდები. დაარქვი შე დალოცვილო "ყავის მარცვალი&ჩაის ფოთოლი" რა რეიტინგი დაგივარდება თუ ყავის მსმელი მოგაკლდება?მაგრამ პირველ რიგში ხომ უცხო თვალს უნდა ასიამოვნონ ხოლო მისივე საზოგადოების თვალში როგორ ჟღერს ეს "აბდა უბდა კატა სკუპდა" ვინ დაგიდევს.

რა ვიცი, მოვიარე იაპონია, ლათინო ამერიკის ქვეყნები და თითქმის 99% საზ. კვების თუ სხვა ობიექტებზე მათ ეროვნულ დასახელებებს ანიჭებენ უპირატესობას და პირიქით.... წერენ იაპონურად და ამ იაპონურ სიტყვას წერენ უცხოელთათვის ინგლისურად ანუ როგორც:
ცეროდენა-TSERODENA,

ქალაქური-KALAKURI. ჩვენ კი პირიქით...უნიჭოდ, ქართულად უნდა ვთარგმნოთ ინგლისური დასახელებები და ენა ვამტვრევინოთ მთელ მოსახლეობას "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის" არ იყოს. ეს კაფეც ერთ ერთი ამის გამოხატულებაა მისი "ფიმ ფამ ფომ"სათაურით. აღარაფერს ვამბობ უკვე მის ფასებზე და ასორტიმენტზე.3 სრულიად უბადრუკი ჰოთ დოგი და 2 ყავა 30 ლარი.(!!) სრულიად უბადრუკი აღვნიშნე, რადგან უზარმაზარ, ჩაცომებულ, კეტჩუპით გაჟღენთილ პურში 5 წუთი ვეძებე ფანქარივით წვრილი სოსისი....ისე, ნაღდი სოსისის სურათი მაინც რომ ჩაედოთ შიგნით...იქნება და უფრო მადიანად მიმერთვა.ამაზეა ნათქვამი რაც სათაურია ის საკვებიო.

არ გამოვრიცხავ, შეიძლება ნამცხვრები არ ჰქონდათ ურიგო მაგრამ, ის ფასები რაც პროდუქციაზე უდევთ... სრულიად არარეალურია საშუალო მოსახლეობისთვის და მხოლოდ ვიწრო მომხმარებელზეა გათვლილი. ვფიქრობ რომ, ხელოვანები და საზოგადო მიღვაწეები როგორც ქალაქის გამწვანებაზე და ეკოლოგიურ დაბინძურებაზე ვიმაღლებთ ხმას... ასევე იმ ობიექტებზე უნდა ავიმაღლოთ ხმა, ვინც მათი ქორვაჭრული ბიზნესით "აბოლებს" მოსახლეობას და თითო ჭიქა პრიმიტიულ ამერიკანოში 7 და 10 ლარს ახდევინებს!!
და რაც შეეხება ამ "ფილოსოფიურ ქვად" ქცეულ "კოფი ბინ ენდ თი ლიფ"ის სათაურს...

მიუხედავად იმისა რომ за Идей платят,თუ მისი მფლობელი ბიზნესის გაფართოებას და რესტორნების ქსელის გახსნას გადაწყვეტს...უსასყიდლოდ შევთავაზებ ასეთივე "სიურეალუსტურ აბსტრაქციონისტული" სტილის სათაურებს: იაპონური რესტორნისთვის "კატა გატაკე ტაკოზე",ფრანგულისთვის "პანტას შეეპაღა სიდამფლე" და ჩინურისთვის "სუნ ჰუი ვ ჩაი"
"დონეზეც"ჟღერს და შენი ხალხიც მიხვდება о чём речь!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42