გენადი არველაძემ DCFTA-ის საკითხებზე გამართულ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღო
პოლიტიკა - 17:28, 14 Nov, 2016     1026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის საკითხებს მიეძღვნა. მრგვალი მაგიდა წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ევროკავშირის პროგრამის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის, ბიზნესსექტორის და ევროკავშირთან ასოცირების მხარდამჭერი პროგრამის წარმომადგენლებმა DCFTA-ის განხორციელებაში კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ DCFTA-ის ჭრილში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა.

გენადი არველაძის განცხადებით, შეთანხმების სრული განხორციელება ქართველ მეწარმეებს მისცემს საშუალებას, რომ უფრო მაღალი სტანდარტით ნაწარმოები პროდუქცია გაიტანონ ევროკავშირის ბაზარზე. მეტიც, ეს ნიშნავს, რომ ქართული პროდუქციისთვის ღია იქნება სხვა ბაზრებიც. მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება მოგვცემს საშუალებას, მოვიზიდოთ საერთაშორისო ინვესტიციები. აგრეთვე თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის.

მრგვალ მაგიდაზე ასევე მოხსენება გააკეთეს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა და ევროპასთან ასოცირების შეთანხმების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელმა, იოლანტა ტაჩინსკამ.

შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებზე გაკეთდა. დიალოგის რეჟიმში მონაწილეებმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, კონკურენტუნარიანობაზე, მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფაზე, დარგობრივ პოლიტიკაზე, განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს იმსჯელეს. ღია დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეიქმნა პლატფორმა, სადაც მხარეები, წარმატებულ ისტორიებთან ერთად, საწარმოებში DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების დანერგვასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც იმსჯელებენ.

ღონისძიებაში 40-მდე კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა საქმიანობის სფეროს, ძირითადად, სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42