ტაქსების ლიცენზია და რეგულაციები მძღოლებითვის - ,,მერიის გეგმა ბუნდოვანია და არ არის კონკრეტული ჩამონათვალი“
პოლიტიკა - 17:42, 14 Nov, 2016     4261
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ტაქსების ლიცენზიასთან დაკავშირებით მხოლოდ ძირითადი მონახაზია შემუშავებული. ამ თემასთან კავშირებით „ნიუპოსტი“ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ პრეზიდენტს დავით მესხიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მონახაზი არის ბუნდოვანი და არ არის კონკრეტული ჩამონათვალი გაკეთებული.

„სამუშაო ჯგუფში ჩართულია ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია, მონახაზი არის ბუნდოვანი, არ არის კონკრეტული ჩამონათვალი. მერიას აქვს ასეთი ჩანაფიქრი, რომ ერთი მიმართულება იყოს მგზავრის უსაფრთხოება მძღოლთან მიმართებაში, და მეორე ავტომობილთან დაკავშირებით ტექნიკური მიმართულება. იქ არის ასევე ჩანაწერი მაგალითად მძღოლის ჯანმრთელობის, ნარკოლოგიური და ნასამართლეობის ცნობა, მაგრამ ჯანმრთელობის ცნობა ისე თუ უნდა გაიცეს, როგორც დღეს გაიცემა, ნებისმიერს შეუძლია 30 ლარად აიღოს და იყოს შეუსაბამო, ამის წინააღმდეგი ვარ. რაც შეეხება ტექნიკურ დათვალიერებას, როგორც ვიცით ყველამ უნდა დავიწყოთ 2018 წლიდან მანქანების ტექნიკური შემოწმება. ასე უცებ რომ ტაქსებმა ტექნიკური დათვალიერება გაიარონ, ვერ მოხერხედება.

რაც შეეხება, ტაქსების რაოდენობას, ამისთვის მერია ფიქრობდა, რომ დაეწყო რეგისტრაცია. მერია დათანხმდა, რომ მხოლოდ 10 000 ლიცენზია ყოფილიყო, ამ რეგულაციის მომხრე არ ვარ. დედაქალაქში უნდა იყოს თუ არა მხოლოდ 10 000 ტაქსი, ეს ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. იმოძრავებს იმდენი ტაქსი, რამდენსაც ექნება სურვილი მუშაობის. მთავარია მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ეს არ მიმაჩნია დედაქალაქის ნომერ პირველ პრობლემად, მაგრამ რადგან დაიწყო ამაზე საუბარი, ვართ ჩართულები“- განაცხადა მესხიშვილმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42