“არავითარი წყენა არ ყოფილა, ეს თვისება საბავშვო ბაღში დავტოვე“ - მანანა კობახიძე
პოლიტიკა - 16:55, 14 Nov, 2016     1124
მანანა კობახიძე ირწმუნება, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარი განაწყენების გამო არ უთქვამს. როგორც "ნიუპოსტს" პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა ვიცე-სპიკერმა განუცხადა, საკანონმდებლო ორგანოში რიგითი დეპუტატი იქნება.

"მე ვრჩები ჩემს გუნდში, არავითარი წყენა არ ყოფილა, ეს თვისება საბავშვო ბაღში დავტოვეთ ყველამ. არ არის სწორი, როცა ვიღაცა გულის ტკენაზე საუბრობს. მე ადამიანის უფლებების დამცველი იქამდე ვიყავი, სანამ პარლამენტში შევიდოდი. ამ მიმართულებით პარლამენტშიც ძალიან აქტიურად ვმუშაობდი მოქალაქეები პრობლემებზე, როცა საქმე ადამიანის უფლებების დარღვევას ეხებოდა. ეს ჩემი საქმე და ჩემი პროფესიაა და იგივეს გავაგრძელებ მაშინაც კი საპარლამენტო საქმიანობა ამომეწურება. არავითარი განსაკუთრებული რეგალიები არ მჭირდება იმისთვის, რომ ეს საქმე მომავალშიც გავაგრძელო. მე მაქვს ძალიან საპასუხისმგებლო მანდატი, "ქართულ ოცნებას" საზოგადოების ძალიან მაღალი მხარდაჭერა გვაქვს და ვთვლი, რომ მე უნდა გავაგრძელო საქმიანობა და მივიღო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მოვახდინო რეაგირება. მე პოლიტსაბჭოს წევრი ვარ. არაფერი არ იცვლება ჩემს ურთიერთობებში პარტიასთან, გუნდთან მიმართებაში. რაც შეეხება ამ შემოთავაზებას, ნამდვილად უარი მაქვს ნათქვამი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42