როგორც მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ რომელსაც, აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა, ცვლილებების პროცესის არდაწყები სმიზეზის დასახელება გაუჭირდება, თუმცა სახელისუფლებო პარტია რეფორმის სურვილს არ გამოხატავს.
“ყველა პროცესს, რომელიც საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის იქნება დაწყებული, ჩვენ ხელს შევუწყობთ.
აუცილებლად შესაცვლელია საარჩევნო გარემო. ამჟამად „ქართულ ოცნებას“ აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა და არაფრის მომიზეზება აღარაა საჭირო. უნდა შეიცვალოს მაჟორიტარული სისტემაც, მაგრამ ამის მზაობას რატომღაც ვერ ვხედავ.
ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ ეს 2020 წლის არჩევნებისთვის მაინც მოხერხდეს მაჟორიტარული სისტემის შეცვლა, – განაცხადა ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ეროვნული ფორუმის“ წევრი პარტიიდან სანიკიძის წასვლის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, სანიკიძის გადაწყვეტილება მის ახალ პოლიტიკურ სივრცეში გადანაცვლებას უკავშირებს. ანი მიროტაძე ახალი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახალ პოლიტიკურ ძალაში, ვერც მოქმედი და ვერც ყოფილი „ნაციონალები“ ვერ მოხვდებიან.
“გუბაზ სანიკიძეს ამ ეტაპზე სჭირდებოდა გათავისუფლება პარტიული ჩარჩოებიდან. ის პოლიტიკაში რჩება და სავარაუდოდ, იმ პოლიტიკურ გაერთიანებაში იქნება, რომელიც ჩვენი პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ არჩევნების დასრულების შემდეგ დააანონსა.
ამ ახალ გაერთიანებაში ვერ მოხვდებიან, ვერც ყოფილი და ვერც მოქმედი „ნაციონალები“. „გირჩის“ წევრებიც, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან მოიაზრებიან არც ესაა ახალი, ამიტომ მათთან თანამშრომლობასაც გამოვრიცხავ,“-განაცხადა მიროტაძემ.
მიროტაძე „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე ცვლილებებსაც შეეხო. მისი თქმით, სააკაშვილს გიგა ბოკერიამ მართვის სადავეები ჩამოართვა.
“გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილს წაართვა პარტიის ბელადის სადავეები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს არის რღვევა. ლიდერის ადგილის დაკავებას გიგა ბოკერია ცდილობს, რაც სახეზეა. მიხეილ სააკაშვილი თანდათან გავლენაც კარგავს პარტიაში,“ – განაცხადა ანი მიროტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






