"პრემიერის განცხადება მოქალაქეების დაცინვაა, ჩვენ გავღარიბდით"- ჭიაბერაშვილი ლარის კურსზე
პოლიტიკა - 11:03, 14 Nov, 2016     1592
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პრემიერის განცხადება, რომელიც ლარის გაუფასურებას შეეხებოდა, მოქალაქეების დაცინვაა.

„პრემიერი კვირიკაშვილის განცხადება, რომ “ლარის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე დადებითი პროცესები იწვევს”, მოქალაქეების დაცინვაა და მეტი არაფერი. მისი თქმით, ქვეყანაში მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს რომ ტყუილია, ჩანს 19 ოქტომბერს სტატისტკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან.

ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, როგორ გავღარიბდით. ექსპორტიცა და იმპორტიც (თუ იმპორტს C ჰეპატიტის სამკურნალოდ ამერიკის მთავრობის მიერ ნაჩუქარ მედიკამენტების ღირებულებას გამოვაკლებთ) 2011 წლის დონეზე დავიდა.

2011 წლის 9 თვეში ექსპორტი 1.550 მლრდ დოლარი იყო, 2016 წლის 9 თვეში 1.512 მლრდ დოლარია. 2011 წლის 9 თვეში იმპორტი 4.999 მლრდ დოლარი იყო, 2016 წლის 9 თვეში (C ჰეპატიტის წამლის გამოკლებით) 5.194 მლნ დოლარია.

იმის ნაცვლად, რომ გაზრდილიყო ჩვენი კეთილდღეობა, მოხდა პირიქით: გავღარიბდით, შემცირდა ჩვენი მსყიდველუნარიანობა, მოვიხმართ უფრო ნაკლებს. ეს ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. 2012 წლიდან შემცირდა ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა, ექსპორტის ზრდა და, შესაბამისად, დოლარის შემოდინება.

იმავდროულად, მთავრობა დღესაც არ აღიარებს პრობლემას და აგრძელებს იმავეს კეთებას, რის მავნებლურ შედეგებზე უკვე წლებია ვაფრთხილებთ: ესაა ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა და შიდა სესხის აღება. ანუ ასეთ კრტიკულ და კრიზისულ სიტუაციაშიც კი აგრძელებენ იმას, რამაც ლარი ასე დაასუსტა.

საერთშორისო ფინანსური ინსტიტუტები, ადგილობრივი ექსპერტები, ჩვენ - პოლიტიკური ოპოზიცია, ყველა ვამბობთ ერთსადაიმავეს: მთავრობამ უნდა შეწყვიტოს დეფიციტური ხარჯვა; შეელიოს პრემიებს, დანამატებს, გაბერილ სამივლინებო ხარჯებს და შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯი; არ აიღოს შიდა ვალი. სხვაგვარად მდგომარეობა არათუ გამოსწორდება, კიდევ უფრო დამძიმდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42