არასამთავრობოების შეფასებით, აუცილებელია გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიმართულებით.
„ძირითადად საუბარია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რეგულირებაზე, ასევე საარჩევნო დავებზე გვქონდა შემოთავაზება. ცესკოს და ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლას ეხება ჩვენი რეკომენდაციები,“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა.
სხდომას ესწრებოდა ცესკოს წარმომადგენელიც. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ცესკო განიხილავს ამ რეკომენდაციებს.
„გასაჩივრებულია ორი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში, ეს პროცესი ალბათ დღეს ან ხვალ დასრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 16-ში ცესკო იქნება მზად იმისთვის, რომ შეაჯამოს არჩევნების შედეგები,“ - აცხადებს კალანდარიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






