“დღევანდელი ცვლილებები რაც მოხდა, არის განპირობებული იმით, რომ იმპორტის რაოდენობა არის გაზრდილი ძალიან, ქვეყანაში მოხმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად. ექსპორტის მიმართულებით, რაოდენობრივად გაზრდილია ექსპორტი, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო, ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამოა ის, რაც ხდება, გამომდინარე იქიდან, რომ საექსპორტო ბაზრებზე ფასები არის დავარდნილი, მაგრამ გაჯანსაღების პროცესი მიდის და ეს პროცესი აუცილებლად შეუქცევადი იქნება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად კურსის დასტაბილურება მოხდება. რამდენიმე დღეში გვექნება ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაში ახალი ნაბიჯების გახმოვანება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ქვეყნაში პრინციპში, დადებითი პროცესით არის განპირობებული,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






