ბაკურციხეში სარაჯიშვილების სახლ-მუზეუმს რეკონსტრუქცია დასრულდა
პოლიტიკა - 17:13, 13 Nov, 2016     3049
სოფელ ბაკურციხეში სარაჯიშვილების სახლ-მუზეუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და სამუზეუმო კომპლექსს ახალი, 12-ნომრიანი სასტუმრო შეემატა. განახლებული სამუზეუმო კომპლექსის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა რესტავრირებული სახლ-მუზეუმი და ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო სახლ-მუზეუმი თავისი მნიშვნელობით, ისტორიითა და არქიტექტურით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი წერტილი იქნება ტურისტულ, განსაკუთრებით კი ღვინის ტურისტულ რუკაზე. მან მადლობა გადაუხადა კომპანია “ბლექ სი გრუპს“ გაწეული სამუშაოებისთვის. მისი თქმით, კომპანია მაქსიმალურად შეეცადა, ყველა დეტალისთვის შეენარჩუნებინა პირვანდელი სახე.

"კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის კერა და ტურიზმისთვის მიმზიდველი ადგილი დაემატა საქართველოს. აქ დაიწყო ქართული კონიაკის წარმოება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და მისასალმებელია, რომ იგი კომპანია "ბლექ სი გრუპმა" მთლიანად აღადგინა პირვანდელი სახით, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. აქ ასევე იგეგმება მცირე სასტუმროების დამატება და 5 ჰექტარ ფართობზე ვენახების გაშენება," - განაცხადა პრემიერმა.

სარაჯიშვილების სამუზეუმო კომპლექსს - სასტუმრო-მარანს, საცხოვრებელ სახლს, საცავ-მაცივარს ჩაუტარდა სათანადო აღდგენითი სამუშაოები. სამუშაოები შეასრულა შპს „კომპანია ბლექ სი გრუპ“-მა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. სახლ-მუზეუმის კომპლექსში გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდა 150-მდე ადამიანი, უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტის ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ისაუბრა ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე, წარმოების განვითარების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებსა და ლარის კურსზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42