,,ყველას თავისი არგუმენტი აქვს... მე სააკაშვილის გუნდის წევრი ვიყავი საქართველოშიც და ვარ აქაც“ - გია გეწაძე
პოლიტიკა - 18:43, 12 Nov, 2016     9562
რა გეგმები აქვს უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს და ხომ არ ვიხილავთ მას მიხეილ სააკაშვილის პარტიაში - ,,ნიუპოსტი“ გია გეწაძეს უკრაინაში ესაუბრა.

_მე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, უმარავი გეგმები მაქვს და ჯერ-ჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ.

_როგორ აფასებთ სააკაშვილის ნაბიჯს, ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომისა და ოპოზიციაში გადასვლის შესახებ?

_მიშა არის აქტიური პოლიტიკოსი, ის ყოველთვის შეეცდება შექმნას საზოგადოებრივი აზრი, და გაატაროს ის პრინციპები, რომელსაც თვლის რომ სწორია. ჩემი აზრით, არ აქვს დიდი მნიშნელობა მას ექნება თუ არა თანამდებობა, ის არის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი უკრაინის პოლიტიკურ კლასში.

_შეძლებს კი ოპოზიციაში გადასული სააკაშვილი უკრაინაში წარმატების მიღწევას?

_მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ მიშა ყოველთვის შეეცდება საკუთარი ღირებულებების გატარებას, ის უკომპრომისო ადამიანია, მიშა დღეს არის ძალიან პოპულარული პოლიტიკოსი და ჰყავს ბევრი მომხერე.

_ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, მათ შორის სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებაზე. ფაქტია, პარტიაში პოზიციები ორადაა გაყოფილი...

მე ვფიქრობ, რომ საქართველოში დღეს მთავარია, ყველა ერთად, პოლიტიკური კლასი შეეცადოს, რომ გამოვიდეს რუსეთის გავლენებისგან, უარი ვთქვათ ოკუპანტის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაზე, შევქმნათ ერთიანი საგარეო პოლიტიკა უკაინასა და საქართველოს შორის, რომ ერთად ვიბრძოლოთ დეოკუპაციისათვის. ეს არის ძალიან მნიშნელოვანი პრიორიტეტები. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, ეს ამ პარტიის გადაწყვეტილებაა და ყველას თავის არგუმენტი აქვს. პარტიაში ხშირად ორი კი არა უამრავი ჯგუფიც არის ხოლმე. მე პირადად, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება უფრო მომეწონა.

_შეიძლება გიხილოთ უკრაინაში სააკაშვილის პარტიაში?

_მომავალში რა იქნება არ ვიცი, არ ვაკეთებ ხოლმე ამის პროგნოზირებას. ჩვენ აქ ვართ პოლიტიკოსები, ვქმნით საზოგადოებრივ აზრს, ვცდილობთ, რომ უკრაინა განვითარდეს, წინ წავიდეს, კორუფციამ დაიწიოს. გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ. მაიდნის დროს, მაშინ, როცა მე აქ ხშირად ჩამოვდიოდი და ვიდექი ჩემი უკრაინელი მეგობრების გვერდით, ვინმეს რომ ეთქვა, ერთ მშვენიერ დღეს გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდებაო, ალბათ არავინ დაიჯერებდა...

_თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც იზიარებთ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას და მის გვერდით დგახართ...

_რა თქმა უნდა, მე მიშას გუნდის წევრი ვიყავი საქართველოშიც და ვარ აქაც. ეს არ არის ნათესაური და კლანური მეგობრობვა, ეს არის იდეოლოგიური თანადგომა. ჩვენ ვუჭეთ მხარს ნაკლებ გადასახადებს, მეტ სამუშაო ადგილებს, ნაკლებ ბიუროკრატიას, ქვეყნის წინსვლას, კორუფციის რისკების შემცირებას და ა.შ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42