„ქართული ოცნების“ წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ცენტრალურ ოფისში შეხვედრა ძირითათად საორგანიზაციო საკითხების განხილვას დაეთმო.
„განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უკავშირდება საპარლამენტო საქმიანობის ინიცირებას, შემდგომი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების განხილვას და განხორციელებას“,-აღნშნა თალაკვაძემ.
მისი განცხადებით, მმართველი პარტია ბიუჯეტის პროექტზე, ვიდრე ის საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნება სერიოზულ მუშაობას გაგმავს.
პარტიის სხვა ლიდერების მსგავსად, თალაჯვაძე ირწმუნება, რომ საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ დღეს არ უმსჯელიათ.
„მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გააკეთებს ამომწურავ კომენტარს. კონკრეტულ გვარებს მე ამ ეტაპზე ვერ გეტყვით“,-აღნიშნა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე უცნობია ვინ დაიკავებს სპორტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტბის თავმჯდომარეების თანამდებობას.
მასალის გამოყენების პირობები






