"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ 2017 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი აქცენტი სახელმწიფო სექტორში ხარჯების, მათ შორის პრემიების შემცირებაზე გაკეთდება.
კვაჭანტირაძის თქმით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე ბიუჯეტზე იმსჯელეს და აღინიშნა, რომ სერიოზული თანხები იქნება გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.
“შეხვედრის მთავარი საკითხი იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომისთვის მზდება. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის საკითხებსაც შევეხეთ, ერთმნიშვნელოვნად, მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება მორგებული ჩვენი ქვეყნის საჭიროებებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ქვეყნის ეკონომიკის წინაშე და იმ დაპირებებზე, რომელიც გაიცა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ "ქართული ოცნების" ოფისიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც პრემიერი მმართველ პარტიის წევრებს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები






