ჯეჯელავას ახალი სქემა - მშობლების და მოსწავლეების შედგენილი სკოლების რეიტინგები
პოლიტიკა - 14:23, 12 Nov, 2016     6823
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სკოლების საჯარო რეიტინგების სისტემის შემოღებას გეგმავს, რომელიც არა გამოცდების შედეგებით, სერიტფიცირებული მასწავლებლების რაოდენობით, ან მოსწავლეთა ნიშნებით, არამედ მშობლებისა და მოსწავლეების შეფასებებით შედგება.

თითოეული სკოლის, დირექტორის, ცალკეული პედაგოგების შეფასებებს ისინი საჯაროდ დაწერენ და სხვებსაც ექნებათ საშუალება ამა თუ იმ სკოლის ავკარგიანობის შესახებ უშუალოდ მისი „მომხმარებლისგან“ – მოსწავლისა და მშობლისგან შეიტყოს.

იდეა ალექსანდრე ჯეჯელავამ კერძო და საჯარო სკოლის დირექტორებთან შეხვედრისას, კლასიკურ გიმნაზიაში გააჟღერა. მისი თქმით, სისტემაში ჩართვა ყველას მხრიდან ნებაყოფლობითი იქნება. ანუ, არც ერთ სკოლას, არც პედაგოგს, არც მშობელს და არც მოსწავლეს არავინ დაავალდებულებს, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა სამინისტრო „შექმნის მოტივებს“, რათა მათ სისტემაში ჩართვა მოუნდეთ.

„მაგალითად, გარკვეული დაფინანსებების წინაპირობა შეიძლება ის გახდეს, რომ კონკრეტულად ამ სკოლაზე რეიტინგი საჯარო იყოს. ანუ, მე მოგცემ შენ დამატებით ახალი თემის დაფინანსებას, ოღონდ იმ თემაში გამოხმაურებები საჯარო უნდა იყოს. როგორც „ამაზონზე“ ყველა პროდუქტზე მისი მომხმარებლის მოსაზრება წერია, დადებითიც და უარყოფითიც, ჩვენც ვფიქრობთ, რომ ასეთი სისტემა შევქმნათ,“ – აღნიშნა მან.

თუმცა, მინისტრის აზრით, საჯაროობა თავიდანვე აუცილებელი არაა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ სკოლას შეუძლია ნახოს თუ რა ტიპის შეფასებები წამოვა მის შესახებ და თავადვე გადაწყვეტს როდის გაასაჯაროოს იგი.

„ ცხადია, ერთ-ორი გიჟური შეფასებაც იქნება. ამ სისტემის ფარგლებში უზრდელობას და შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ. სუბიექტური კომენტარებიც იქნება და დირექტორებზეც დაწერენ, რომ მტარვალი და დიქტატორია. დირექტორს კი ამ ამბავთან თანაცხოვრება მოუწევს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ მასიურად დადებითი კომენტარები დაიწერება.

„ეს იმისთვის გვინდა, რომ ვფიქრობთ- სკოლებისა და პედაგოგების სიკარგე გამომცდელების შესაფასებელი არ არის. საბოლოო შემფასებელი მოსწავლე და მშობელია, რადგან ამ ხალხისთვის ვარსებობთ. ეს ამბავი ძალიან ხმაურიანი იქნება და ამის შესახებ პირველად თქვენ იგებთ. მე უკვე მყავს რამდენიმე ადამიანი, ვინც ეს რომ გაიგო თქვა – რატომაც არა?! ანუ, ვიღაცებს თავისი თავის იმედი აქვთ,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, აუცილებელი არ იქნება შეფასების სისტემაში თავიდანვე ყველა პედაგოგი ჩაერთოს. დირექტორს შეეძლება თავდაპირველად ორი მათგანით შემოიფარგლოს, რომელთა იმედიც ყველაზე მეტად აქვს და“ იცის, რომ მშობლები ამ პედაგოგებს უმადლიან.“

მინისტრმა თქვა, რომ სკოლებს არ დააჩქარებენ. სისტემის დასანერგად წლებიც რომ გახდეს საჭირო, მინისტრს ესეც მისაღებად მიაჩნია. დასძინა, რომ ამისგან მოკლევადიან შედეგს მაინც არ ელის.

აქვე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია ამ სქემის დანერგვა, ისევე როგორც ყველა სხვა სქემისა, თავდაპირველად წინააღმდეგობებს გამოიწვევს, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა ხალხიც მიეჩვევა, სქემაც დაიხვეწება და საბოლოო ჯამში „კარგ რაღაცას“ მივიღებთ.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომელთაც რეიტინგებისათვის გამოიყენებენ, მინისტრის თქმით, ეს სამინისტროსა და დირექტორების მოსაფიქრებელია. პროცესი კი გამჭვირვალე უნდა იყოს.

წყარო: edu.aris.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42