ანა დოლიძე საქართველოს IT ინოვაციების მე-9 რეგიონული კონფერენციის დახურვას დაესწრო
პოლიტიკა - 10:56, 12 Nov, 2016     1687

ანა დოლიძე საქართველოს IT ინოვაციების მე-9 რეგიონული კონფერენციის დახურვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე საქართველოს IT ინოვაციების მე-9 რეგიონული კონფერენციის დახურვას დაესწრო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

ყოველწლიური კონფერენცია საჯარო და კერძო სექტორში ახალი ტექნელოგიების და ახალი გამოგონებების მიმოხილვას მიეძღვნა და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებზე, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებზე.

ასევე, კონფერენციაში მონაწილეებმა წარმოადგინეს წლის განმავლობაში შემუშავებული ინოვაციური IT პროექტები.

ანა დოლიძემ კონფერენციის მონაწილე თავდაცვის სამინისტროს გუნდს მათ მიერ შემუშავებული პროექტისათვის მადლობა გადაუხადა და პრეზიდენტის წერილი გადასცა.

,,პრეზიდენტის სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდს, რომელმაც ახალი კომპიუტერული პროგრამა შეიმუშავა.

წელს მათ შექმნეს ახალი პროგრამა, რომელიც აუმჯობესებს და უფრო ეფექტურს ხდის დოკუმენტების ბრუნვას თავდაცვის სამინისტროში.

საბოლოო ჯამში, კი, ეს რა თქმა უნდა, აუმჯობესებს და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამიტომ ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ ამ მცდელობას თავდაცვის სამინისტროდან", - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.

წლევანდელი კონფერენცია რეკორდული რაოდენობის სტუმარს მასპინძლობდა. მის მუშაობაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42