ბეგლარ სიორიძე - “განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა ქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია“
პოლიტიკა - 18:50, 11 Nov, 2016     1624
დღეს ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და მათთან ერთად განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ქალაქში ადაპტირებული გარემოს გაუმჯობესებაზე იმსჯელა.

საუბარი შშმ პირთა საზოგადოებრივი ინტეგრაციისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პირობების შექმნას შეეხო. აღნიშნულთან დაკავშირებით ეტლით მოსარგებლე მოქალაქემ ის კონკრეტული პრობლემები გამოკვეთა, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ქალაქში გადაადგილების დროს ექმნებათ. როგორც ბეგლარ სიორიძემ განმარტა, ქალაქის მერიის მიერ ინიცირებულ ინფრასტუქტურულ პროექტებში ადაპტირებული გარემოს შექმნა გათვალისწინებულია. აქვე აღნიშნა, რომ შექმნილი ბარიერების გადასაჭრელად, ქალაქის მერია შშმ პირებთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზადაა.

,, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა ქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, ქალაქი ამ ადამიანებისთვის მაქსიმალურად ადაპტირებული გავხადოთ. დღეს შევთანხმდით, რომ ხვალ ქალაქის ყველა ბარიერულ ადგილს ერთად მოვინახულებთ და ადგილზე დავგეგმავთ, რისი შეცვლა იქნება შესაძლებელი. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მოვუსმინოთ თითოეულ მათგანს და მათი სატკივარი რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ.“ -განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

ნონა სადრაძე: ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი:

,, ქალაქის მერთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, დასმული პრობლემების გადაჭრის გზები ერთობლივად დავსახეთ. მიხარია, რომ ქალაქის მერია ყოველთვის ღიაა მსგავსი ტიპის თანამშრომლობისთვის.’’

აღნიშნულ შეხვედრაზე, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება შშმ პირთათვის განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობაზე გაკეთდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42