გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 18:09, 11 Nov, 2016     1454

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 41-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ყველა ის ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს მიმდინარე წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამოძიების საკითხი და ბრალდებული პირის რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 2012 წელს, ოკუპირებული გალის რაიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა წულუკიას საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული პირი თვითმკვლელობის შედეგად არის გარდაცვლილი, ხოლო ცხედარი სოხუმშია დასაფლავებული.

აღნიშნულ საკითხზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ ოჯახის ჩართულობით და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით აუცილებელია ცხედრის გადმოსვენება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსწავლეებისთვის გადაადგილების თავისუფლების აუცილებლობის საკითხებს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 24 იანვარს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42