აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ექსცენტრიული და სკანდალური განცხადებებით გამორჩეული მილიარდერი ბიზნესმენი, დონალდ ტრამპი ზესახელმწიფოს 45-ე პრეზიდენტი გახდა.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში უმასპინძლა ტრამპს, რომელსაც აშშ-ის პირველი შავკანიანი პრეზიდენტისთვის შეურაცხყოფა არაერთხელ მიუყენებია, კანის ფერის გამო.
ობამა-ტრამპის შეხვედრა შედგა და დაგეგმილი 10 წუთის ნაცვლად, საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ტრამპმა ბარაკ ობამას „ძალიან კარგი კაცი“ უწოდა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა კი თავის მხრივ ახლადარჩეულ პრეზიდენტთან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
ბარაკ ობამამ იხუმრა კიდეც, რაც მისთვის დამახასიათებელია, თუმცა უხერხულობა აშკარად იგრძნობოდა. უჩვეულოდ სერიოზული იყო თავად ტრამპი.
აშშ-ის ყველაზე გავლენიანი ადამიანისა და მისი შემცვლელის ჟესტები სხეულის ენის ექსპერტმა პატი ვუდმა გააანალიზა. მისი თქმით შეხვედრიდან, ერთი შეხედვიდვე ნათელი იყო, რომ ბარაკ ობამა „ძალიან გადაღლილად, მორჩილად და უიმედოდ გამოიყურებიდა“, ტრამპი კი „ სერიოზულად და სავარაუდოდ შეშინებულად.“
„თუკი მათი ჯდომის პოზიციას დააკვირდებით - მათ ფეხებს, ორივე ალფა პოზიციაშია და ამით ხაზს უსვამენ - „მე კაცი ვარ“ - აცხადებს ვუდი.
თუმცა, დასძენს, რომ ობამას ფეხები უფრო ფართოდ ჰქონდა გაშლილი, რითაც იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ სათავეში ჯერაც ის არის.
ექსპერტის ყურადღება ტრამპის ხელების პოზიციამ მიიყრო - მას ხელები „გულგატეხილი მლოცველივით ჰქონდა, რაც ახლადარჩეული პრეზიდენტებისთვის დამახასიათებელი არ არის.

„ტრამპის ხელების ეს პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ვარაუდით, მან ისეთი რაღაც გაიგო, რაც აქამდე არ იცოდა და რამაც შეაშინა სავარაუდოდ, ამ ფაქტმა განაპირობა ეს პოზიცია“ - აცხადებს ვუდი.
„როდესაც ტრამპმა საუბარი დაიწყო, მაშინვე ხელებგადაჭდობილი პოზა შეარჩია, რაც იმას ნიშნავს, რომ შინაგანი კომფორტის მიღწევა სურდა"- აცხადებს ექსპერტი.
ვუდმა ბარაკ ობამას ჟესტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ობამას ჟესტი - როდესაც ხელები მუხლებზე დაილაგა, ობამასთვის არადამახასიათებელია და ამით მიანიშნა, რომ დაღლილია.
რაც შეეხება, ბარაკ ობამას განცხადების ნაწილს, რომელშიც ის ამბობს, რომ კმაყოფილია, რადგან ტრამპმა მის გუნდთან მუშაობის სურვილი გამოთქვა - ვუდის თქმით ეს საკმაოდ არადამაჯერებელი იყო.
„ რაც შეეხება განცხადების ნაწილს, რომელშიც ის ამბობს, რომ კმაყოფილია - აღნიშნული ფრაზის წარმოთქმისას მან თვალები დახუჭა, რასაც თვალების ბლიკირება ეწოდება. ეს კი მიუთითებს, რომ ობამა არც ისე კმაყოფილია” - აცხადებს სხეულის ენის ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები






