გაკეთდება თუ არა ,,ქართველ პოლიტიკოსთა ნაკრები“ - ანი მიროტაძე ოპოზიციასთან კონსულტაციებზე საუბრობს
პოლიტიკა - 15:07, 11 Nov, 2016     1988

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერები ევროპული ტიპის პარტიის ჩამოყალიბებისთვის, ოპოზიციურ სპექტრთან კონსულტაციებს მართავენ.

როგორც "ნიუპოსტს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ განუცხადა, რეჟიმის დასამარცხებლად „გაფანტული რესურსების მოკრება“ აუცილებელია.

მისი თქმით, გუბაზ სანიკიძის პარტიიდან წასვლა ამ დიდი გაერთიანების წინაპირობაა.

"გუბაზ სანიკიძის გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ამ საკითხზე პარტიაში საუბარი იყო. მან თქვა, რომ ის მიდის პოლიტიკიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ გუბაზ სანიკიძე პოლიტიკიდან წავიდა. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არამარტო მეგობრებად, არამედ თანამებრძოლებად და პარტნიორებად ვრჩებით. მისი გადაწყვეტილება, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან სამ დღეში კახა შარტავა დიდი ევროპული ტიპის გაერთიანების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც თავის თავში იმ დიდ პოლიტიკურ გამოცდილებას მოკრეფდა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიღმაა დარჩენილი. იმ არჩევნებმა, რომელიც სისტემამ მოქნილად ჩაატარა, შესაძლებლობა არ დაგვიტოვა პარლამენტში დემოკრატიული გარემო ყოფილიყო. ამის მიუხედავად, ქვეყანა ვერ დარჩება დემოკრატიული გარემოს, პოლიტიკური პლურალიზმის გარეშე და ის პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც უდაოდ არის პარლამენტს მიღმა დარჩენილ პარტიებში და პოლიტიკურ ლიდერებში, რა თქმა უნდა, ერთ დიდ გაერთიანებაში უნდა იყოს თავმოყრილი.ჩვენ ამ იდეის ერთგულები ვრჩებით და შემიძლია აქვე დაგიდასტუროთ, რომ ამ მიმართულებით კონსულტაციები მიმდინარეობს და პროცესი ალბათ ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ჩვენ ახლა შეფასებებისა და გადაფასების რეჟიმი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ქართველი პოლიტიკოსების ნაკრების გაკეთება ამის შესაძლებლობა და მზაობა ნამდვილად არის. იდეა არსებობს, ახლა მთავარია როგორ ვაკეთებთ ამას. გარდა ამისა ჩვენ პოლიტიკოსებს არანაირი უფლება არ გვაქვს, ქვეყანა საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე "ქართული ოცნებისა" და აბსოლუტურად დემორალიზებული "ნაციონალური მოძრაობის" ამარა დავატოვოთ. ასე რომ ჩვენ დავიწყეთ პარალელური, პროცესი, სადაც ძალიან სერიოზულ პოლიტიკოსებს იხილავთ"- განუცხადა "ნიუპოსტს" ანი მიროტაძემ.

"ფორუმის ლიდერმა" "ნიუპოსტის" კითხვა: "სად წავა სანიკიძე - უსუფაშვილთან თუ ბურჯანაძესთან უპასუხოდ დატოვა:

"ამაზე არაფერს გეტყვით, ამ საკითხთან დაკავშირებით, რა დროსაც თვითონ გუბაზ სანიკიძე ჩათვლის საჭიროდ პირადად ძალიან ღიად ისაუბრებს. დღევანდელი მოცემულობა მხოლოდ ამ ინფორმაციის გაჟღერებას გულისხმობს - სანიკიძე ეროვნული ფორუმიდან წავიდა, თუმცა პოლიტიკაში ის რჩება. სამომავლოდ, ვისთან ან სად იქნება სანიკიძე, ამას უახლოეს პერიოდში გაიგებთ ".

ანი მიროტაძემ ჩვენთან საუბრისას არც ის გამორიცხა, რომ თუ "საერთო გეგმას დასჭირდება" ფორუმი თვითონაც დატოვოს, თუმცა მისი თქმით, ის, ამ დროისთვის, პარტიაში რჩება.

"ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში "ეროვნულმა ფორუმმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა. არსებობის 10 წლის თავზე მან საკუთარი ისტორია შექმნა. ჩვენ ყველა ბრძოლაში, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ იყო მიმართული ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მართალია ჩვენ არჩევნებში დავმარცხდით, თუმცა ამასაც თავისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებები აქვს, როგორც იმ ციფრებს რომელიც დაგვიწერეს და გაგვიყალბეს. ჩვენ უკან ვერ დავბრუნდებით, როცა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ასე მოექცეს პოლიტიკურ სპექტრს, მაშინ პოლიტიკური სპექტრი უნდა მოექცეს ადეკვატურად, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს სისტემის გამარჯვება პოლიტიკაზე, ქვეყანასა და დემოკრატიაზე... როგორც იქნება საჭიროდ, დღეს "ეროვნულ ფორუმში" ვარ და ამ პარტიაში ვაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას, რა მოცემულობაც იქნება, როგორ დასჭირდება იმ პოლიტიკურ პროცესს, რომლის იდეის ავტორები ჩვენ ვართ, შესაბამისად მოვიქცევი, გახდება ანი მიროტაძის წასვლა საჭირო ეროვნული ფორუმიდან - არც ეს იქნება პრობლემა, ამ ეტაპზე ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამ პროცესს ნუ დავარქმევთ იმას, რომ პატარ-პატარა პარტიები იშლებიან, თუ ეს მოხდება ჩავთვალოთ, რომ ეს კეთდება ერთი დიდი გაერთიანებისთვის, უფრო დიოდი საქმისთვის და დიდი მიზნისთვის. ეს იქნება კარგი მაგალითი ყველას დავანახოთ, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოების ინტერესების დაყენება შესაძლებელია "- აღნიშნა მიროტაძემ.

მისი შეფასებით, "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკოსების სიმცირეა.

"ამის გამო სრულიად გულწრფელად ვწუხვარ. ამიტომაც ჩვენი მიზანია პოლიტიკური რესურსი, რომელიც უდაოდ არსებობს საქართველოში ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გაერთიანდეს"- დასძინა "ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42