"არ არსებული ფულის ხარჯვა, ლარის გაუფასურების პირდაპირი მიზეზია"- სერგი კაპანაძე
პოლიტიკა - 14:11, 11 Nov, 2016     2451
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სერგი კაპანაძე ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის ვარდნის მიზეზებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის უმთავრესი მიზეზი მთავრობის მხრიდან იმ ფულის ხარჯვაა, რომელიც რეალურად არ არსებობს.

„ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ, რომ ლარი მკვეთრად უფასურდება, რასაც რამდენიმე მიზეზი გააჩნია, თუმცა ყველა მათგანი ხელისუფლების უმოქმედობასთანაა დაკავშირებული.

ვხდავთ რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია. აქ საუბარი მხოლოდ ექსპორტისა და ინვესტიციების შემცირებაზე არაა. მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ქვეყანაში ნაკლები დოლარი შემოდის. ასევე, ის ნაბიჯები, რომელსაც კონკრეტულად მთავრობა დგამს - ისინი ხარჯავენ იმ ფულს, რომელიც რეალურად არ გააჩნიათ და ამასთან, იღებენ შიდა ვალს.

ზოგადად ვალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია მთლიანი შიდა პროდუქტის 42%-ა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება შიდა ვალს, მან 168 მილიონით მეტი შეადგინა, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ.

რეალურად არ არსებული ფულის ხარჯვა, ლარის გაუფასურების პირდაპირი მიზეზია. ნაკლები ფული შემოდის და მეტი იხარჯება. ამას მოჰყვება ეროვნული ბანკის ინტერვენცია, რაც გასაგებია, რადგან მას სურს შეაკავოს გაუფასურება, მაგრამ შედეგი არის ის, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიდოში თითქმის 200 მილიონი ლარია დახარჯული.

ლარის გაუფასურება მხოლოდ საგარეო ეფიმერული ფაქტების ბრალი არაა, ესაა კონკრეტული, არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს.

რაც ყველაზე ცუდია, არ ჩანს რომ მათ ეს გაცნობიერებული აქვთ და რაიმის შეცვალას აპირებენ. ამბობენ, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება. ჩვენ მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს უფრო აქტიურად დაიკავონ პოზიცია, როცა ხედავენ რომ ლარის გაუფასურება ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის ბრალია.

გამოსავალი ამ არათანაბარი ხარჯის შემცირება, შიდა ვალების აღების ტემპის დაგდება და ხელისუფლების მხრიდან მთელ რიგ ბიუროკრატიულ ხარჯებზე უარის თქმაა.“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42