გუბაზ სანიკიძე „ეროვნულ ფორუმს“ ტოვებს. განცხადება ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გააკეთა:
„ჩემი აზრით ქვეყანაში უსისხლო სამხედრო გადატრიალება მოხდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხეს ის, რისი სურვილიც ჰქონდათ, დღეს ჩვენ ქვეყანაში აბსოლუტური უმრავლესობით მართვა გვაქვს, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე, პრობლემა არ არის, ის პასუხს აგებს ქვეყნის წარმატებებზე მთლიანად და წარუმატებლობებზეც, მე პირადად არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, დღეს მე ვიღებ გადაწყვეტილებას დავტოვო „ეროვნული ფორუმის“ რიგები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვტოვებ ქართულ პოლიტიკას, პირიქით ვრჩები, მაქვს ძალიან სერიოზული პირადი მოტივაცია, ვთვლი, რომ ქვეყანას აქვს სერიოზული გამოწვევები, ვთვლი, რომ ოპოზიციურ სპექტრს, პარლამენტს მიღმა დარჩენილ ოპოზიციურ სპექტრს აქვს სერიოზული საშინაო დავალებები და მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღო. არც დავით უსუფაშვილთან და არც ნინო ბურჯანაძესთან არ მივდივარ ჯერჯერობით, მე გელაპარაკებით, გარკვეული კონსულტაციები მჭირდება, ვთვლი, რომ ქართულ სპექტრში არის გამორჩეული პიროვნებები, განსაკუთრებით ვინც დასახელდა“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






