„უნდა იყოს ისეთი სისტემა, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოადგენს ხალხის ინტერესებს და ხალხის ნებას. ზოგიერთ ქვეყანას აქვს შერეული მოდელი, ზოგიერთს მხოლოდ პროპორციული, ზოგს კი მხოლოდ მაჟორიტარული, ასე რომ საქართველომ უნდა გააანალიზოს საუკეთესო გამოცდილება და მოარგოს თავის ინტერესებს და ხალხის საჭიროებებს. როდესაც საარჩევნო სისტემაზე განხილვა დაწყება, მაშინ შეგვიძლია ვისუბროთ თუ რა მიმართულებით განვითარდება ჩვენი საინტერესო სიტემა" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გია ვოლსკის თქმით, მან თავის დროზე ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლას გულისხმობდა, როგორც ვოლსკი აცხადებს აღნიშნული თემის განხილვა დაძაბულობის გარეშე უნდა მოხდეს და საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებულმა ადამიანებმა, ამ თემისგან სკანდალი არ უნდა შექმნან.
„მე მოვაწერე ხელი მთელი გაგებით, რწმენით იმისა რომ 2020 წელში ეს სისტემა არ უნდა არსებობდეს და განხილვას გავაგრძელებთ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, რომ აქედან შევქმნათ პოლიტიკური თემა ჩემში არაა, და ვფიქრობ საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანებისთვისაც, ეს თემა არ უნდა იყოს სკანდალის საფუძველი“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






